ნეოოსმანიზმი იდეოლოგია და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების რეგიონული უსაფრთხოება
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.v9i1.11613საკვანძო სიტყვები:
თურქეთი, ნეოოსმანიზმი, სამხრეთ კავკასია, რეგიონალური უსაფრთხოებაანოტაცია
ნეოოსმანიზმი თანამედროვე თურქული საგარეო პოლიტიკის ინტელექტუალური და იდეოლოგიური მოძღვრებაა, რომელიც დაკავშირებულია თურქეთის როლსა და ინტერესებზე გააფართოოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული გავლენა იმ რეგიონებში, რომლებიც ისტორიულად დაკავშირებული იყვნენ ოსმალეთის იმპერიასთან. ნეოოსმანიზმი, განსაკუთრებით XXI საუკუნეში გახდა აქტუალური, მას შემდეგ, რაც თურქეთმა დაიწყო საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების გადახედვა ახლო აღმოსავლეთში, ბალკანეთში, კავკასიასა და ყოფილი ოსმალური სივრცის რეგიონებში.
ნეოოსმანიზმი ხაზს უსვამს ენობრივ, კულტურულ და რელიგიურ კავშირებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან, ასევე ყოფილ ოსმალურ ტერიტორიებთან. ის ეჭვქვეშ აყენებს საგარეო პოლიტიკის დასავლურ ორიენტაციას რესპუბლიკური და ცივი ომის ადრეულ პერიოდებში. იგი აღიქმება როგორც პარადიგმის ცვლილება ადრინდელი საგარეო პოლიტიკიდან.
ნეოოსმანიზმი, როგორც თანამედროვე თურქული სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ცენტრალური ელემენტი, მიზნად ისახავს ანკარის გავლენის განმტკიცებას იმ რეგიონებში, რომლებიც ისტორიულად, კულტურულად ან ეკონომიკურად დაკავშირებულია ოსმალეთის იმპერიასთან.
ამ რეგიონებს შორის ცენტრალურ ადგილს იკავებს სამხრეთ კავკასია, რეგიონი, რომელიც არის სტრატეგიული სატრანზიტო დერეფანი ენერგორესურსებისთვის, სამხედრო-გეოპოლიტიკური პლატფორმა და კონკურენტული სივრცე რუსეთსა და თურქეთს შორის.

































