ნეოოსმანიზმი იდეოლოგია და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების რეგიონული უსაფრთხოება

ავტორები

  • თამარ დევიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0006-2131-385X

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.v9i1.11613

საკვანძო სიტყვები:

თურქეთი, ნეოოსმანიზმი, სამხრეთ კავკასია, რეგიონალური უსაფრთხოება

ანოტაცია

ნეოოსმანიზმი  თანამედროვე თურქული საგარეო პოლი­ტიკის ინტელექტუალური და იდეოლ­ოგიური მოძღვრებაა,  რო­მ­ელიც დაკავშირებულია თურქეთის როლსა და ინტერე­სებზე გააფართოოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტ­ურული გა­ვ­ლენა იმ რეგიონებში, რომლებიც ისტორიულად  დაკ­ა­ვში­რებული იყვნენ ოსმალეთის იმპერიასთან. ნეოოს­მან­იზმი,  გან­ს­ა­კუთრებით XXI საუკუნეში გახდა აქტუალური, მას შემდეგ, რაც თურქეთმა  დაიწყო  საგარეო პოლიტიკის პრიორ­იტეტების გად­ა­­ხედვა ახლო აღმოსავლეთში, ბალკანეთში, კავკა­სიასა და ყოფ­ილი ოსმალური სივრცის რეგიონებში.

ნეოოსმანიზმი ხაზს უსვამს ენობრივ, კულტურულ და რე­ლ­იგიურ კავშირებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის   სახ­ე­ლ­­­მწიფოებთან, ასევე ყოფილ ოსმალურ ტერიტორიებთან. ის  ეჭვ­ქვეშ აყენებს საგარეო პოლიტიკის დასავლურ ორიენტაციას რეს­პუბლიკური და ცივი ომის ადრეულ პერიოდებში. იგი აღიქ­მება როგორც პარადიგმის ცვლილება ადრინდელი საგარეო პოლ­ი­ტიკიდან.

ნეოოსმანიზმი, როგორც თანამედროვე თურქული სახელ­მწიფოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ცენტრალური ელემე­ნტი, მიზნად ისახავს ანკარის გავლენის განმტკიცებას იმ რეგ­იონებში, რომლებიც ისტორიულად, კულტურულად ან ეკონო­მიკურად დაკავშირებულია ოსმალეთის იმპერიასთან.

ამ რეგიონებს შორის ცენტრალურ ადგილს იკავებს სამ­ხ­რეთ კავკასია, რეგიონი, რომელიც არის სტრატეგიული სატრ­ან­ზიტო დერეფანი ენერგორესურსებისთვის, სამხედრო-გეოპო­ლ­ი­ტიკური პლატფორმა და კონკურენტული სივრცე რუსეთსა და თურქეთს შორის.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-05-27

როგორ უნდა ციტირება

დევიძე თამარ. 2026. “ნეოოსმანიზმი იდეოლოგია და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების რეგიონული უსაფრთხოება”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 9 (1):9-26; 27. https://doi.org/10.61671/hos.v9i1.11613.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა

მსგავსი სტატიები

<< < 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.