თურქეთის როლის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში პოსტსაბჭოთა პერიოდში
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9087საკვანძო სიტყვები:
საქართველო, თურქეთი, რეგიონი, პოლიტიკა, აზერბაიჯანი, ირანი, კავკასია, სომხეთიანოტაცია
თურქეთი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მდებარე ძლიერი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე სახელმწიფოა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მან განსაკუთრებით გააქტიურა ურთიერთობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებთან (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი). საწყის ეტაპზე თავად ქვეყნის შიგნით არსებულმა პრობლემებმა, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სფეროში წამოჭრილმა სირთულეებმა, გარკვეულწილად, ხელი შეუშალა ანკარას გამხდარიყო ,,თურქული სამყაროს“ ლიდერი და მოეხდინა რეგიონულ დონეზე საკუთარი პოლიტიკური შესაძლებლობებისა და ძალის დემონსტრირება. სამხრეთ კავკასიაში თავისი გავლენის გავრცელების მიზნით თურქეთი ცდილობს კეთილმეზობლური ურთიერთობები დაამყაროს რეგიონის სამივე სახელმწიფოსთან და მათთან არსებული რელიგიური, ეთნიკური, კულტურული თუ გეოგრაფიული სიახლოვე მოხერხებულად გამოიყენოს მოწინავე რეგიონული აქტორის იმიჯის შესაქმნელად. თავისი მიზნის განხორციელების გზაზე ის აქტიურად თანამშრომლობს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ენერგეტიკულ, პოლიტიკურ თუ სამხედრო სფეროში, ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ამ რეგიონში სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტების გაფართოებაზე. თურქეთის რესპუბლიკის სათავეში 2002 წელს მოსული სამართლიანობისა და განვითარების პარტია, სწორად იაზრებს რა თავისი ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, არ უშინდება რისკებს და ცდილობს ამოავსოს ის ვაკუუმი, რომელმაც პოსტსაბჭოთა სივრცეში მდებარე სახელმწიფოების ხელისუფლებაში იჩინა თავი. რისკებად მოიაზრება რუსეთის ფედერაციასთან კონფრონტაციის საფრთხე, რადგანაც საბჭოთა კავშირის დაშლის მიუხედავად იგი არ აპირებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე უარის თქმას და ერთ-ერთი რთული პოლიტიკური მოთამაშეა რეგიონში. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე თურქეთმა ქმედითი ნაბიჯები გადადგა, რათა მოეხდინა როგორც ირანისა და რუსეთის გავლენების დაბალანსება, ასევე არარეგიონული აქტორების გავლენების შესუსტება სამხრეთ კავკასიაში. დავუთოღლუს ახალი საგარეოპოლიტიკური დოქტრინის მიხედვით, თურქეთის მისწრაფება წამყვანი რეგიონული ქვეყნის თუ ახალი გეოსტრატეგიული როლის მორგებისაკენ შეუთავსებელი არ უნდა იყოს საერთაშორისო აქტორების ინტერესებთან (Grigoriadis I, 2010:7). რეჯეფ თაიფ ერდოღანის ახალი ვადით მოსვლა ხელისუფლებაში კიდევ უფრო გააქტიურებს ანკარის კავკასიურ პოლიტიკას.