ბერ-ძირიანი გვარსახელები აჭარაში

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.7.2024.8299

საკვანძო სიტყვები:

ქართული ენა, აჭარა, ბერი, ლექსიკა, სემანტიკა, გვარსახელი, სტრუქტურა, წარმოება

ანოტაცია

გვარსახელების შესწავლა მჭიდრო კავშირშია ქართველი ერის ისტორიულ,  ენათმეცნიერულ  და ეთნოგრაფიულ მონაცე­მებთან.

წინამდებარე სტატიის კვლევის მიზანს წარმოადგენს, აჭა­რ­აში გავრცელებული ბერ-ძირიანი გვარსახელების გამოვ­ლ­ენა, აფიქსების საშუალებით პირსახელებიდან გვარების წარ­მო­ების, მათი სტრუქტურის, სემანტიკისა და ეტიმოლოგიის შეს­წ­­ა­ვლა.

კვლევა ემყარება  ძველი და თანამედროვე ქართული ენის ტექსტებს, ლექსიკონებს,  დიალექტურ მონაცემებს,   ისტორიულ - ეთნოგრაფიულ დოკუმენტებსა და სამეცნიერო ლიტერატურის დიაქრონიულ ანალიზს.      

საანალიზო მასალებზე დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ბერი ძველი ქართული ენის ლექსიკური ერთეულია, მისგან  საწარმოო  საშუალებებითა და კომპოზიტური სიტყვათშეერთებით აჭარუ­ლში  მიღებულია მრავალრიცხოვანი საზოგადო და საკუთარი სახელები,  საინტერესოა, ბერ-ძირის სემანტიკური მრავალფერ­ო­ვ­ნება და  ადგილის, ციხის, პირსახელებისა და გვარსახელების წარ­მოების მოდელი. ბერ- ძირი საზოგადო სახელებში  ხშირად დღევანდელი გაგებით ასაკის, მოხუცებუ­ლ­ო­ბის, ხნოვანობის გამომხატველია,  ისტორიულ დოკუმენტებში დადასტურებულ გეოგრაფიულ სახელებში უმეტეს შემთხვევაში ბერ-ი გამოხატავს ბერ-მონაზვნის, საეკლესიო პირის სემანტიკას (ბერთა, ბერიეთი ..),  თუმცა სახნავ-სათესი ადგილის სახელწო­დებებში  (ბერიმი­წ­ები, ბერიყანა,  ბერი კიტრი ...) სიბერის, ხნოვ­ანობის გამომხა­ტველი უნდა იყოს.

ბერ- ელემენტიანი გვარების სემანტიკური და ფონეტ­იკ­ური ცვალებადობა გვიმტკიცებს, რომ ბერი თავდაპირველად  ზოგ­ადი მნიშვნელობით იხმარებოდა. საზოგადო სახელიდან  აფი­ქსაციის გარეშე ან აფიქსების საშუალებით საზოგადო სახელი გადაიქცა პირსახელად ან პირსახელი  ერთი ლექსიკურ-სემ­ან­ტი­კური  და ფუნქციური ჯგუფიდან გვარსახელში გადავიდა (ბერ­იძე, ბერსენაძე, ბერსელაძე (ბერსელი), ბერული, ბერიშვილი, კახა­ბერიძე, გულაბერიძე, დოლაბერიძე, ჯოხთაბერიძე, ჯანბე­რიძე, ღოღობერიძე ...). საკუთარი სახელის მამრობითი სქესის, ძის, შვილის ჩვენება განსაზღვრავს გვარსახელებში დადას­ტუ­რე­ბული ბერ-ძირის სემანტიკას. ამგვარი ტენდენცია საერთო ქარ­თველური ენობრივი მოვლენაა და დღესაც შეინიშნება ქართული ენის დიალექტებში.

კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები მნიშვნელოვანია ქართველური ლექსიკოლოგიის, ონომასტიკის და, საერთოდ,  გვა­­რსახელებთან დაკავშირებული საკვანძო საკითხების დია­ქრ­ო­ნიული ანალიზისათვის.

 

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

მარიამ კობერიძე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფილოლოგიის დოქტორი, გორის სახელმწიფო
უნივერსიტეტის პროფესორი, გორი, საქართველო,
გორი ჭავჭავაძის ქ., №53, 1400,
+995577251275, maikoberidze@gmail.com ,
https://orcid.org/0000-0002-6604-1628

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-12-06

როგორ უნდა ციტირება

კობერიძე მარიამ. 2024. “ბერ-ძირიანი გვარსახელები აჭარაში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 7 (2):462-87. https://doi.org/10.61671/hos.7.2024.8299.

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა