ზმნა და მასთან დაკავშირებული თავისებურებანი მარადიდულ კლარჯულში
DOI:
https://doi.org/10.48614/hos.4.2021.190-210საკვანძო სიტყვები:
დიალექტი, ზმნა, ზმნისწინი, პირის ნიშნები, თემის ნიშნებიანოტაცია
მარადიდელთა მეტყველებაში იშვიათია პირის ნიშანთა გაუჩინარება (ეს ეხება მხოლოდ პირველი სუბიექტური პირის ვ- პრეფიქსს, ბაგისმიერი უ’ ხმოვნის წინ და მესამე ირიბი ობიექტური პირის პრეფიქსების დაკარგვის შემთხვევებს ყრუ თანხმოვნების წინ), მაგრამ საკმაოდ ხშირია პირის ნიშანთა მონაცვლეობანი. ფუნქციურად ყველაზე მეტად დატვირთულია -ენ და -ან მრავლობითის მესამე სუბიექტური პირის ნიშნები და სხვა აფიქსთა ნაცვლად მათი გამოყენების სიხშირეც ამაზე მეტყველებს. ის არ არჩევს წყობას, პირთა კომბინაციასა და რიცხვს.
გვ-’ პრეფიქსს ობიექტის სიმრავლის გამოსახატავად ცვლის მ – ან; მ – ენ, მ-ეს, მ-ონ კონფიქსები. -თ სუფიქსი კი, ობიექტის სიმრავლის გამოსახატავად, თითქმის არ დასტურდება.
-ან, -ენ სუფიქსთა მონაცვლეობა მხოლოდ მარადიდული მეტყველებისთვის და ზოგადად კლარჯულისთვის არაა დამახასიათებელი, ის შეიძლება საერთო ქართველურ მოვლენად გავიგოთ, რადგან გვხვდება ქართული ენის სხვა დიალექტებშიც, მაგრამ ასეთი სიხშირით მათი გამოყენება სწორედ სამხრული დიალექტების და კერძოდ, მარადიდულისთვის ნიშანდობლივ მოვლენად შეიძლება ჩავთვალოთ.
არც ზმნისწინთა მონაცვლეობაა კანონზომიერი, რადგან ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება მათ ახსნაც მოეძებნოს, მაგრამ ზოგადად ეს მოვლენა ძალზე საინტერესოა, რადგან სხვადასხვა დიალექტში მსგავსი ფორმების გვერდით გვხვდება ბევრი განსხვავებული წარმოება და საინტერესო ფორმები. ზმნისწინთა შენაცვლებას უნდა იწვევდეს ფუნქციათა ერთიანობა. ზოგჯერ ერთი და იგივე ფუნქცია შეიძლება რამდენიმე ზმნისწინით გადმოიცეს; ამას გარდა შეიძლება ერთ რომელიმე მიმართულებაზე ორი განსხვავებული ზმნისწინი მიუთითებდეს. გარკვეულ სიტუაციაში ზმნისწინები ერთმანეთის მაგივრობას ეწევიან.
დამატებითი ნიუანსების გამოხატვა ყველა ზმნისწინს არ შეუძლია, ის მხოლოდ ერთი რომელიმე მათგანის სპეციფიკური ნიშან – თვისება შეიძლება იყოს.
ზმნისწინის დამატებითი ნიუანსები სრული ასპექტის გამოხატვას უკავშირდება. ყველა ის ზმნური ფორმა, რომელიც რაღაც სპეციფიკურ შინაარსს შეიცავს და დამატებითი ნიუანსები გააჩნია, უპირველეს ყოვლისა, სრული ასპექტისაა.
თემის ნიშანთა სისტემა ყველაზე არამყარი, ცვალებადი სისტემაა. თუ ამ მხრივ დავაკვირდებით მარადიდულ მეტყველებას, სურათი კიდევ უფრო შთამბეჭდავია. ერთთემიანზმნებს ხშირად ერთვის თემის ნიშნები და პირიქით: თემისნიშნიანი ფორმების ნაცვლად დასტურდება უთემისნიშნო წარმოება. გვხვდება თემის ნიშანთა რედუცირებული (გაწურვენ, დარეხვენ; მომკიდვიდა, გაყიდავდა...) და თემისნიშანთა მონაცვლეობის მრავალფეროვნება (-ავ, -ებ//-ი; -ებ//-ავ; -ამ//-ავ; -ავ//-ებ; -ავ//-ევ; -ებ//-ოფ; -ებ//-ობ; -ობ//-ოფ (-ეფ); -ავ//-ებ (-ეფ)...
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .