აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობის პრობლემა ელიფ შაფაქისა და ორჰან ფამუქის პროზაში

ავტორები

  • შორენა მახაჭაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0008-5655-0462

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.7.2024.7826

საკვანძო სიტყვები:

დასავლეთი, აღმოსავლეთი, კულტურა, დიალოგი, გაგება, მიღება

ანოტაცია

სტატიაში გაანალიზებულია გლობალიზაციის, საინფო­რ­მა­ციო-კომუნიკაციური რევოლუციის ეპოქაში განსხვავებულ, კერ­ძოდ, აღმოსავლურ-დასავლურ კულტურათა შორის დიალ­ოგის პრობლემა. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენს ამ მნიშვ­ნელოვანი საკითხის განხილვა თანამედროვე თურქი მწერლების: ელიფ შაფაქისა და ორჰან ფამუქის შემოქმედებაზე დაყრ­დნო­ბით, რადგან სწორედ მათი ნაწარმოებების ერთ-ერთი მთავარი თემაა აღმოსავლეთ-დასავლეთის დაპირისპირების, მათ შორის წინააღმდეგობრივი ურთიერთობის ჩვენება. შესაბამისად, კვლ­ევა წარვმართეთ შედარებითი ანალიზისა და ჰერმენევტიკული მეთოდების გამოყენებით.

ამ ორ მწერალს ბევრი აქვს საერთო: ეროვნება, დასა­ვლ­ეთ­თან პირადი კონტაქტები (განათლება, ემიგრაცია), აქედან გამ­ომდინარე, ამ ორი სამყაროს საფუძვლიანად ცოდნა, თუმცა სხვ­ადასხვაგვარია მათი მიდგომა პრობლემისადმი: ელიფ შაფაქის ხედვა და ხატვის მანერაც აშკარად ფემინისტურია, ამასთან ის, ძირითადად, ემიგრანტის თვალით დანახულ აღმოსავლეთს გვი­­ხატავს, ესაა გარედან დამკვირვებლის პოზიციიდან  აღქმული სამ­ყარო, თუმცა ის, ასევე, გვიხატავს აღმოსავლელი ემიგრანტის მიერ უშუალოდ განცდილი და შეგრძნობილი  დასავლეთის ობიექტურ სურათსაც.

 სრულიად განსხვავდება ორჰან ფამუქის მიდგომა საკი­თ­ხისადმი: ის ფესვებიდან, შორეული ისტორიიდან ამოდის და ე.წ. შიგჩაბრუნებული მზერით გვიხატავს აღმოსავლეთის განუმ­ეო­რებლობას, წინაპრებთან სულიერ კავშირს, ის ფაქიზად აყუ­რა­დებს და გვასმენინებს ისტორიის გულისფეთქვას, გვაგრძ­ნობ­ინ­ებს სხვად ქცევის შიშით შეპყრობილი სტამბოლის სევდას.

ჩვენი კვლევის აქტუალობაც იმაში მდგომარეობს, რომ კონ­კრეტული მასალის საფუძველზე ვაჩვენოთ, რამდენად მნიშვნე­ლოვანია თანამედროვე სამყაროში აღმოსავლურ-დასავლურ კუ­ლ­­ტურათა შორის სიღრმისეული მსგავსება-განსხვავებების შეს­წა­ვლა, რადგან ქვეყნებს შორის საზღვრების „წაშლამ“, ტრან­სნ­აციონალური ფაქტორების გააქტიურებამ, განათლების მობილ­ურობამ, მართალია, გამოიწვია მსოფლიოს ახალი კულტურული სურათის ჩამოყალიბება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს ბინარული ოპოზიციის წევრებს შორის ტრადიციული დაპირისპირების  შეს­­უ­სტებას, პირიქით, ზოგიერთ შემთხვევაში ეს წინაა­ღმდე­გო­ბანი გამწვავდა კიდეც, რადგან ამუშავდა „უცხოს“ მიმართ თავ­დაცვის მექანიზმები.  ეს პრობლემები ყოველთვის იყო და დღ­ესაც აქტუალურია საქართველოშიც, ქართული მწერლობის საუ­კ­ეთესო წარმომადგენლები (მ. ჯავახიშვილი, კ. გამსახურდია, გრ. რობაქიძე, ო. ჭილაძე, აკა მორჩილაძე და სხვები) თავიანთ ნაწ­არ­მ­ოებებში, პუბლიცისტიკაში განიხილავდნენ მას და გარ­კვეულ დასკვნებსაც გვთავაზობდნენ. ამდენად, საინტერესოა ჩვენი მეზ­ო­ბელი ქვეყნის, თურქეთის შემოქმედთა პოზიცია ჩვენი ხალ­ხ­ისთვისაც ესოდენ საჭირბოროტო საკითხზე, მით უმეტეს, რომ ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს ავ-კარგიანი ისტორია, ტრადიციებ­ისადმი ერთგულება, ევროკავშირისადმი დიდი მისწრაფება და, რაც მთავარია, ორ სამყაროს შორის ბალანსის პოვნის სურვილი.

ჩვენი კვლევის სიახლეს რაც შეეხება, უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში ესაა პირველი მოკრძალებული ცდა მსოფ­ლიოში ცნობილი ორი დიდი თანამედროვე თურქი მწერლის შემ­ოქმედებაში აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობის ასახ­ვის  თავისებურებათა შედარებითი ანალიზისა. 

ჩვენმა კვლევამ  შემდეგი დასკვნების გაკეთების საშუალება მოგვცა: გლობალიზაციის პროცესში, მულტიკულტურული, მუ­ლ­ტილინგვისტური და ციფრული გარემოს პირობებში ადა­მი­ანები, ერთი მხრივ, ცდილობენ იდენტობის შენარჩუნებას და, მეორე მხრივ,  პრაქტიკულად სწავლობენ და ითავისებენ კულ­ტურებს შორის დიალოგის, უცხო კულტურისადმი ტოლე­რან­ტული დამოკიდებულების  აუცილებლობასა და იმას,   რომ სხვა კულტურის მიღება მისი გაგების გარეშე წარმოუდგენელია.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

შორენა მახაჭაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი,
საქართველო, 6010. ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის ქ. №9, ბ. №8. +995577727263. shorena.makhachadze@bsu.edu.ge
ORCID: https://orcid.org/0009-0008-5655-0462

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-05-16

როგორ უნდა ციტირება

მახაჭაძე შორენა. 2024. “აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობის პრობლემა ელიფ შაფაქისა და ორჰან ფამუქის პროზაში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 7 (1):378-94. https://doi.org/10.61671/hos.7.2024.7826.

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა