იემენის სამოქალაქო ომის თავისებურებები

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.7.2024.7797

საკვანძო სიტყვები:

იემენი, რეგიონი, აქტიური, ომი, დაპირისპირება, რელიგია, ყურე, ქვეყანა, უსაფრთხოება

ანოტაცია

ახლო აღმოსავლეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთული რეგიონია. იგი  კონფლიქტების სიმრავლით  გამ­ო­­ირჩევა. რეგიონის ქვეყნებს შორის ან კონკრეტული ქვეყნის შიგნით ხშირია კონფლიქტები და დაპირისპირებები, რაც მეტ-ნაკლებად  მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე აისახება.

იემენში სამოქალაქო ომი უკვე წლებია მიმდინარეობს. ომის დაწყბისთანავე, პროცესები ბევრად გასცდა ამ კონკ­რეტ­ული ქვეყნის ფარგლებს. მასში აქტიურად ჩაერთნენ როგორც შიდა, ასევე გარე აქტორები. აქედან გამომდინარე, იემენის სამო­ქალაქო ომი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ერთ-ერთ აქტუ­ალურ პრობლემად იქცა. ამ ომში ერთმანეთს უპირი­სპირდება არა მხოლოდ ქვეყნის ხელისუფლება და მისი მოწინაა­ღმდეგე ოპო­ზიციური დაჯგუფება, ჰუთიების სახით, არამედ მან  რელ­იგიური სახის დაპირისპირებაც შეიძინა. იემენის სამოქა­ლაქო ომში ჩაერთო „შიიტების დამცველი“ - ირანის ისლამური რეს­პუბლიკა და საუდის არაბეთის სახელმწიფო, რომელიც თავის თავს სუნიტების მედროშედ მიიჩნევს. პირდაპირ თუ ირიბად ჩართულნი არიან სხვა გარე რეგიონული აქტორებიც.

ყოველივე ამის გამო, ომმა საკმაოდ რეზონანსული ხასი­ათი მიიღო და გახან­გრ­ძლივდა. აღნიშნული სამოქალაქო ომის გახ­გრძლივების მიზეზი როგორც შიდა, ისე გარე პოლიტიკურ აქტორებს შორის შეუთანხმებლობაა. საუბარია ადენის და ბაბ­ელ­მანდაბის ყურეებზე, რომლებსაც უდიდესი სტრატეგ­ი­ული მნი­შვნელობა აქვთ. ომის დას­რ­ულების შესახებ ჯერ-ჯერობით არა­ვითარი ვარაუდიც კი არ არსებობს. ქვეყანა გაყო­ფილია ორ ბანაკად, არის ჰუმანიტარული კრიზისი. შესაბამისად, მძიმეა ეკო­ნომიკური მდგომარეობაც. 

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფიები

მაია კაპანაძე, კავკასიის საეთაშორისო უნივერსიტეტი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,
კავკასიის საეთაშორისო უნივერსიტეტის
ასოცირებული პროფესორი,
საქართველო, ქ.თბილისი, ჩარგლის ქუჩა 73, 0179,
+995558766887. maia.kapanadze@ciu.edu.ge
https://orcid.org/0000-0002-7460-5374

თამარ კიკნაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
პროფესორი, საქართველო, თბილისი,
ყიფშიძის ქუჩა 14, 0179,
+995558766887. tamar.kiknadze@ciu.edu.ge https://orcid.org/0009-0007-1071-6490

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-05-16

როგორ უნდა ციტირება

კაპანაძე მაია, and კიკნაძე თამარ. 2024. “იემენის სამოქალაქო ომის თავისებურებები”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 7 (1):73-93; 94. https://doi.org/10.61671/hos.7.2024.7797.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები