ბათუმი და აჭარა ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.5.2022.4068საკვანძო სიტყვები:
ქუთაისის გუბერნია, ბათუმის ოლქი, გუბერნატორის ანგარიშები, გუბერნიის მიმოხილვებიანოტაცია
წარმოდგენილი ნაშრომი მიზნად ისახავს შესწავლილი და გაანალიზებული იქნას ქუთაისის გუბერნიის არსებობის პერიოდში როგორ მიმდინარეობდა ბათუმსა და ზოგადად აჭარის რეგიონში რუსეთის იმპერიის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური დამკვიდრების პროცესი, რა სიძნელეები ხვდებოდა საიმპერიო ხელისუფლებას აღნიშნული პოლიტიკის გატარების საქმეში. 1883 წლიდან ხელახლა აღდგენილ ქუთაისის საგენერალ გუბერნატოროს შემადგენლობაში საიმპერიო ხელისუფლებამ შეიყვანა ბათუმის ოლქი, რომელიც ბათუმის და ართვინის ოკრუგებად დაიყო და სოხუმის განყოფილება, რომელიც ოკრუგად გადაკეთდა. შემოღებული იქნა ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწის თანამდებობა, რომლის რეზიდენცია ბათუმში იყო. 1903 წელს ქუთაისის გუბერნიას გამოეყო ბათუმის, ართვინის და სოხუმის ოკრუგები. ბათუმის და ართვინის ოკრუგები გაერთიანდა და შეიქმნა ბათუმის ოლქი, რომელსაც მართავდა სამხედრო გუბერნატორი. ბათუმის ოლქში რუსეთის საიმპერიო ხელისუფლების კოლონიური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ უმნიშვნელოვანეს ცნობებს გვაწვდის ქუთაისის გუბერნატორის ანგარიშები და გუბერნიის ყოველწლიური მიმოხილვები, რომლებიც მდიდარ ფაქტობრივ მასალას შეიცავენ დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ახალი ისტორიის შესასწავლად.
ნაშრომში ქუთაისის სახელმწიფო არქივში დაცული დოკუმენტების, მე-19 საუკუნის რუსი ისტორიკოსებისა და შესაბამისი ქართულენოვანი ლიტერატურის საფუძველზე ნაჩვენებია, რომ ქუთაისის გუბერნატორის ანგარიშები და გუბერნიის მიმოხილვები საშუალებას გვაძლევენ თვალი გავადევნოთ, როგორ მიმდინარეობდა რეგიონში რუსეთის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური დამკვიდრების პროცესი, რა სიძნელეები ხვდებოდა საიმპერიო ხელისუფლებას, აღმოსავლეთ საქართველოსთან შედარებით მხარის რუსიფიკაციის პოლიტიკის გატარების საქმეში.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .