უცნობი საარქივო მასალები, უცხოელების მიერ შეფასებული XIX-XX საუკუნის სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს შესახებ
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.2.2019.2778საკვანძო სიტყვები:
დასავლეთ საქართველო, უცხოელთა ჩანაწერებიანოტაცია
საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონის, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიული ბედი, მართლაც, გამორჩეულია. ქართული ცივილიზაციის ეს მძლავრი კერა, ისტორიული ბედის უკუღმართობის გამო, ძალით მოწყვიტეს ერთიან ქართულ ორგანიზმს და სხვა სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილად გადააქციეს, მაგრამ მის მკვიდრთ ვერ დაავიწყეს მშობლიური ენის სიყვარული და პატივისცემა. რუსეთ-ოსმალეთს შორის წარმოებული ომის (1877-1878 წ.წ.) შედეგად, იგი კვლავ დაუბრუნდა დედა-სამშობლოს, მაგრამ ამჯერად, რუსეთის იმპერიის კავკასიური ადმინისტრაცია აფერხებდა მის განვითარებას და ცდილობდა ეს მხარე დაეპირისპირებინა დანარჩენი საქართველოსათვის. რუსეთის სახელმწიფოს მესვეურთა აზრით, იგი უნდა გადაქცეულიყო ახლო აღმოსავლეთში რუსული ექსპანსიის მნიშვნელოვან სამხედრო ფორპოსტად და იმპერიის შორსგამიზნული გეგმების განხორციელების პლაცდარმად.
საქართველოს ამ რეგიონით უცხოელებიც დაინტერესდნენ. ისინი ამ მხარეს არაერთხელ ეწვივნენ და დაგვიტოვეს საყურადღებო მასალები იმდროინდელი (XIX-XXს.ს.) სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების შესახებ.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2019 Otar Gogolishvili, Emzar Makaradze
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .