საპაიო კომპანიების როლი აღმოსავლეთის ქვეყნების კოლონიურ ექსპანსიაში

ავტორები

  • იზოლდა ბელთაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0002-7488-5732

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.v9i1.11615

საკვანძო სიტყვები:

საპაიო, ქარტია, ბარტერული, ფაქტორია, ექსპანსია, მონოპოლია, კოლონიური, ვაჭარ-ავანტიურისტთა

ანოტაცია

ჩვენ მიზნად დავისახეთ, შეგვესწავლა XVI-XVIII  სს-ის სა­პ­აიო კომპანიების ისტორია, მათი როლი  თავიანთი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და აღმოსა­ვლეთის ქვეყნების: ინდ­ო­ეთის, ინდოჩინეთის, ჩინეთის კოლონიურ  ექსპანსიაში.  ნაშრ­ო­მში განვიხილავთ ბრიტანეთის, ჰოლანდიის, საფრანგეთის, პორ­ტუგალიის ოსტ - ინდოეთის საპაიო კომპანიებს, რომელთა ისტორია ქართულ ისტორიო­გრაფიაში ნაკლებადაა შესწავლ­ილი.

ირკვევა, რომ ინგლისის, ჰოლანდიის, საფრანგეთის და პორ­­ტუგალიის ოსტ-ინდოეთის საპაიო კომპანიები იყო ინდი­ვი­დუალური, ერთმანეთისაგან განსხვ­ავე­ბ­ული. საფრანგეთის ოს­ტ-ინ­დოეთის კომპანია  (1664-1769 წწ) იყო უფრო მდიდარი, ვი­დ­რე სხვა ბრიტანული, ჰოლანდიური, პორტუგალური ოსტ-ინდოეთის კომ­პა­ნიები. ეს უნდა აიხსნას პირველ რიგში სამეფო ხელისუფლების უდიდესი ფინა­ნსური მხარდაჭერით, ვინაი­დან საფრანგეთის მეფე  ლუი XIV თავად იყო კომპანიის აქციონერი. უფრო მეტიც, კომპანიაში  ვაჭრების გარდა აქციები  ჰქონდათ ჩად­ე­ბული: დედოფალს, კანცლერს,  თავადაზნაურობას, მერებს, მდიდარ ქალაქელებს. მეფე  აგრეთვე ხშირად ეხმარებოდა გაკო­ტრებულ აქციონერებს. საჭიროების შემთ­ხვევაში  ის კომპანიაში კაპიტალს აბანდებდა. ამაზე მიდიოდა იმიტომ, რომ აღმო­ს­ავ­­ლ­ე­თიდან ქვეყანაში მოედინებოდა დიდძალი საქო­ნელი: ოქრო, ძვირფასი ქვები, მარგალიტი, მარჯანი, ძვირფასი ქსოვილები, სხვადასხვა სანელებლები და ა. შ, რომელიც ტოვ­ებდა დიდ მოგ­ე­ბას. ე.ი. მოგების მიღების სურვილი იდგა წინა პლანზე.

 მართალია, ის იყო ყველაზე მდიდარი კომპანია, მაგრამ მან ვერ შეინარჩუნა თავისი მონოპოლია აღმოსავლეთში. პირ­ველ რიგში იმიტომ, რომ ინგლისი უწევდა კონკურენციას, გარ­და ამისა  აქციონერები არ იყვნენ ერთიანი,  კომპანიაში უმეტ­ეს­ო­ბას არ წარმოადგენდა მსხვილი ვაჭრები, კოლონიებში ვერ უზ­რუნ­ველყ­ოფდნენ ერთიან მმართველობას, ვერ ახერხებდნენ  ფლ­ოტის შენახვას, რის შედეგადაც კომპანია დაიშალა.

ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთის საპაიო კომპანიამ  (1602-1798 წწ) თავის მიზანს მიაღწია - შექმნა კოლონიური იმპერია სამ კონ­ტინენტზე, მოზამბიკიდან იაპონი­ამდე, რომელიც აკონტ­რო­ლებდა მსოფლიო ვაჭრობას სანელებლებით. ჰოლანდიის დრ­ოშის  ქვეშ მცურავი გემები მიემგზავრებოდნენ  მსოფლიოს ყვე­ლაზე შორეულ მხარეებში - ინდოეთში, მალაიზ­იაში, ინდოჩ­ინეთში. ჰოლანდიელები მკაცრად მართავდნენ თავიანთ კოლო­ნიებს, ძარც­ვავდნენ ყველაფერს, რაც შეეძლოთ, ავრც­ელებდნენ იქ თავიანთი რელიგიას.

ჰოლანდიელები მაინც  ჩამორჩებოდნენ გავლენით   აღმო­სა­ვლეთის  რეგიონში   პორტუგალიასა და ინგლისს. ბრიტა­ნელ­ები ცდილობდნენ ბოლო მოეღოთ ჰოლ­ანდიელთა მონოპ­ოლ­იისათვის. 1780 წლის ომის შედეგად ჰოლანდიის ოსტ-ინდ­ოე­თის კომპანიამ დაკარგა მილიონობით გულდენი,  სავაჭრო გემე­ბი და მალე შეწყ­ვიტა არსებობა.

პორტუგალიის ოსტ-ინდოეთის საპაიო კომპანიამ (1628-1650 წწ.), რომელმაც  მიიღო მყისიერი მოგება,  ვერ იქცა   ქვე­ყ­ნ­ის მუდმივი შემოსავლის წყაროდ, როგ­ორც ბრიტანეთის და ჰოლანდიის საპაიო კომპანიები. კომპანიაში არ იცავდნენ სავა­ჭრო წესებს, ადგილობრივების მიმართ ეწეოდნენ ძალმო­მრ­ე­ო­ბას და რელი­გიურ დევნას, რაც  იწვევდა მათ მიმართ სიძუ­ლვ­ი­ლს და უკარგავდა სახელს კომ­პანიას, მაგრამ მან თავისი ხა­ნ­მ­ოკლე არსებობის მანძილზე, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აღმოსავლეთის საქონლის შემოდინებაში,  აღმოსავლეთის კოლ­ონიურ ექსპანსიაში და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

ინგლისის ოსტ-ინდოეთის საპაიო კომპანია  განსხვა­ვდ­ებ­ოდა სხვა კომპა­ნიე­ბი­საგან. ინგლისს გააჩნდა მაუდის წარმო­ებ­ისა და ვაჭრობის  დიდი გამოცდილება. კოლონიურ ქვეყნებში შეჰქონდა დიდი ოდენობის უხეში მაუდის ქსოვილები, რაზეც დიდი მოთხოვნილება იყო და არა ძვირად ღირებული მაუდი, რომელიც მოგებას არ ტოვებდა. ბრიტანეთში შემოჰქონდათ აღმ­ოსავლეთის საქონელი სხვა საპაიო კომპანიების მსგავსად,  ჰყი­დდნენ ზედმეტ ფასებში, რაც ასევე უტოვებდა ქვეყანას დი­დ­ძალ მოგებას. ბრიტანეთის საპაიო კომპანიაში სხვა საპაიო კომ­პან­იებისაგან განსხვავებით იყო მკაცრი დისციპლინა, კომ­პან­ი­აში არ დაიშვებოდა არცერთი უცხოელი, ჰყავდათ კარგი მმარ­თველები, ჰქონდათ ერთიანობა. დიდმა მოგებამ, სავაჭრო კაპი­ტალის დაგროვებამ განაპირობა საბოლოოდ  ბრიტანეთის საპ­აიო კომპანიის გავლენის გაძლიერება და მისი მონოპოლიის შენარჩუნება  აღმ­ოსავლეთში.

ამრიგად, ინგლისის, ჰოლანდიის, საფრანგეთის და პორტ­უგალიის საპაიო კო­მ­პ­ანიები იყვნენ გავლენიანი და მდიდარი კომპანიები. მათი მიზანი იყო  მოგების მიღება აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და მიაღწიეს კიდეც ამას. გარდა ამისა აღნ­იშ­ნულმა კომპანიებმა  მოახდინეს აღმოსავლეთის ქვეყნების კოლონიური ექსპანსია და გავლენა იქონიეს თავიანთი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-05-27

როგორ უნდა ციტირება

ბელთაძე იზოლდა. 2026. “საპაიო კომპანიების როლი აღმოსავლეთის ქვეყნების კოლონიურ ექსპანსიაში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 9 (1):80-96; 97. https://doi.org/10.61671/hos.v9i1.11615.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.