ჰ. ნავფალის აღმოსავლელი ქალის დეფინიცია ჟურნალ „ალ-ფათა“-ს მიხედვით

ავტორები

  • სალომე ბოჭორიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0006-3377-0652

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9810

საკვანძო სიტყვები:

კოლონიალიზმი, ნაციონალიზმი, ქალის საკითხი, არაბი ქალი

ანოტაცია

XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში ბრიტანეთის მიერ ოკუპ­ირებული ეგვიპტე დეკოლ­ონიალიზმის, ნაციონალიზმისა და მოდერნიზაციის მოძრაობათა ეპიცენტრში იმყოფებოდა. ბრიტა­ნული კოლონიალიზმი არამხოლოდ ქვეყნის სოციალურ-ეკო­ნო­მიკურ და პოლიტიკურ ასპექტებს, არამედ საზოგადოებრივ-კუ­ლ­ტურული ცხოვრების ყველა სფეროს შეეხო.

სწორედ ამ პერიოდში, ე.წ. „ქალის საკითხი“ ( არაბ. قضية المرأة კადიYათ ალ-მარ’ა) – როგორი უნდა ყოფილიყო ეგვიპტელი ქალი – ძირითადად მოიცავდა ქალის მდგომარეობის ცვლი­ლ­ებას, იმისთვის, რომ ყოფილიყო უკეთესი დედა, ცოლი და დია­სახლისი, ერთ-ერთ ცენტ­რალურ თემად იქცა ნაციონა­ლი­ზმის, დეკოლონიალიზმის და პროგრესის შესახებ დისკ­უსიებში. მამ­რობითი სქესის წარმომადგენელთა მიერ დომინირებულ ქალთა საკითხის განხილვაში თანდათან თვითონ ქალებიც ერთ­ვებიან წერილობითი, პერიოდული გამოცემების დაარსებით.

1892 წელს ჰინდ ნავფალის მიერ დაარსებული ჟურ­ნალი „ალ-ფათა“ (არაბ. الفتاة ახალგაზრდა გოგონა), პირველი არა­ბ­ულენოვანი, ქალის მიერ და ქალებისთვის შექმნილი გამო­ცე­მაა, რომელიც მნიშვნელოვანი წყაროა იმისათვის, რომ გავი­აზროთ, როგორ ხედავდნენ იმ პერიოდის ქალები საკუთარ თავს და რო­გორ ცდილობდნენ არსებულ პოლიტიკურ, გენდ­ერულ, ეკონომ­იკურ და კულტურულ გარემოში ორიენტირებას.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-05

როგორ უნდა ციტირება

ბოჭორიშვილი სალომე. 2025. “ჰ. ნავფალის აღმოსავლელი ქალის დეფინიცია ჟურნალ „ალ-ფათა“-ს მიხედვით”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 8 (2):303-22. https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9810.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.