კახეთის სამეფოს იერუსალიმთან ურთიერთობის ისტორიისათვის XVI საუკუნეში
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.7.2024.7801საკვანძო სიტყვები:
კახეთის სამეფო, იერუსალიმი, ჯვრის მონასტერი, გოლგოთა, ქართული სამონასტრო თემი, საეკლესიო ყმა-მამულიანოტაცია
XVI საუკუნეში კახეთის სამეფოს პოლიტიკურ მესვეურთა ზომიერმა საგარეო პოლიტიკამ, დიპლომატიურმა სვლებმა განაპირობა მთელი საუკუნის განმავლობაში კახეთის შედარებით სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის შიგნით ეკონომიკურ და კულტურულ აღმშენებლობას, ხოლო ქვეყნის გარეთ უცხოეთში, განსაკუთრებით ,,წმინდა მიწაზე“ და ,,წმინდა ქალაქ“ იერუსალიმში ქართული ეკლესია-მონასტრების, ქართული სამონასტრო თემის მხარდაჭერას და უდიდესი ქრისტიანულ სიწმინდის ,,ქრისტეს საფლავისა“ და იქ ქართველთა უფლებების დაცვას. ქართველთა უფლებების ენერგიულ დამცველად XVI საუკუნის პირველ ათწლეულებში გვევლინება კახეთის მეფის ავგიორგის (1511-1513) მიერ ეგვიპტის მამლუქ სულთანთა კარზე წარგზავნილი ბეენა ჩოლოყაშვილი, ხოლო შემდეგ კახეთის მეფეები ლევანი (1518/1520-1574) და ალექსანდრე II (1574-1605) იერუსალიმში გზავნიან მდიდარ შეწირულობას, ზრუნავენ ოსმალთა მმართველობის დროს დაზიანებული გოლგოთას აღდგენაზე, სწირავენ კახეთში სოფლებს, ყმა-მამულს (აღდგომა, კისისხევი), აშენებენ ეკლესიებს და ცდილობენ ხელსაყრელი პოლიტიკური ამინდის დადგომისთანავე დაიცვან იერუსალიმის ქრისტიანული სიწმინდეები და ქართველთა უფლებები „წმინდა მიწაზე“ მიმოსვლისას, რასაც უკვე ცნობილი საისტორიო წყაროების გარდა, ადასტურებს უკანასკნელ ათწლეულებში გამოვლენილი არაბულენოვანი და ოსმალური დოკუმენტები.