სახალხო რესპუბლიკური პარტია

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.6.2023.6784

საკვანძო სიტყვები:

სახალხო რესპუბლიკური პარტია, თურქეთის რესპუბლიკა, პოლიტიკური პარტია, არჩევნები, ერთპარტიული სისტემა, მრავალპარტიული არჩევნები

ანოტაცია

ნაშრომი „სახალხო რესპუბლიკური პარტია” ეხება თურქეთის რესპუბლიკის დაფუძნების პერიოდისათვის ერთპარტიული მმართველობის პერიოდს, როდესაც რესპუბლიკის დამფუძნებელი მუსტაფა ქემალი ცდილობს ახლადშექმნილ სახელმწიფოში პოლიტიკურ პროცესებს მისცეს ისეთი სახე, როგორც ეს დემოკრატიულ რესპუბლიკებს ახასიათებთ და აფუძნებს პოლიტიკურ პარტიას.

ნაშრომში მოკლედაა აღწერილი ამ პარტიის შექმნის წინაპირობები და მის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ისტორია.

პოლიტიკური პარტიის შექმნას დიდი მნიშვნელობა ქონდაამ ქვეყნის განვითარების ისტორიაში.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში, 1950 წლამდე, ერთპარტიული მმართველობის პერიოდია ქვეყანაში, ამ
პარტიის არსებობა საფუძველს უყრის მრავალპარტიულ მოძრაობას და მომავალში მის საფუძველზე არაერთი პოლიტიკური
პარტია აღმოცენდება.

ზოგიერთი მკვლევარი საუბრობს ერთპარტიული პერიოდის პრობლემებზე და არადემოკრატიული მმართველობის ფორმაზე ამ პერიოდის თურქეთში, რაც სრულიად გასაგები კრიტიკაა და მას ობიექტური საფუძველი აქვს, მაგრამ გასათვალისწინებელია მრავალი გარემოება, რამაც განაპირობა ერთპარტიული რეჟიმის არსებობა ქვეყანაში; მათგან ყველაზე მთავარი გახლდათ ის, რომ ქვეყანას არ გააჩნდა პარტიული და ინსტიტუციური მმართველობის გამოცდილება, რაც ნიშნავდა იმას, რომ საფუძველი იყო მოსამზადებელი მრავალპარტიული, დემოკრატიური სახელმწიფოს ასაშენებლად. სწორედ ამ საფუძველის მომზადებას ქონდა დიდი მნიშვნელობა და სწორედ ამ ერთი პარტიის არსებობაა უკვე საფუძველი დემოკრატიული სისტემის
ასაშენებლად.

პარტიების წარმოშობის ისტორია თურქეთის რესპუბლიკაში ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის პერიოდიდან იწყება, როცა პირველი პოლიტიკური გაერთიანება „ახალგაზრდა ოსმალთა მოძრაობა“ შეიქმნა, მოგვიანებით კი პოლიტიკური პარტია „ერთიანობა და პროგრესი“. მართალია, მათ თანამედროვე შინაარსით პოლიტიკურ პარტიას და მოძრაობას ვერ ვუწოდებთ, მაგრამ სწორედ მათი არსებობით იწყება თურქული რეალობისათვის პოლიტიკური პარტიების არსებობის ისტორიები.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

მაია მანჩხაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, ასისტენტ პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,
საქართველო, 0171 თბილისი, მ.კოსტავას ქ. 77. +995 557323227; maia.manchkhashvili@tsu.ge
ORCID: 0000-0002-4321-977X

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-06-23

როგორ უნდა ციტირება

მანჩხაშვილი მაია. 2023. “სახალხო რესპუბლიკური პარტია”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 6 (1):131-47. https://doi.org/10.61671/hos.6.2023.6784.

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო სტატიები : ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა