მეცნირების განვითარება და თარგმანის როლი ცოდნის გავრცელების პროცესში
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.5.2022.5947საკვანძო სიტყვები:
თარგმანი, თარგმანის როლი, მეცნიერების განვითარება, ცოდნის გაცვლა, ბასალას სამფაზიანი მოდელიანოტაცია
წინამდებარე სტატია ეძღვნება მეცნიერების განვითარებას, მის გავრცელებას ევროპიდან მსოფლიოს სხვადასხვა აქვეყნებში, კერძოდ, შავი ზღვის რეგიონის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საქართველო, თურქეთი და სხვ. ცოდნის გაცვლასა და თარგმანის როლს. ამ პროცესებში თარგმანი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლის წყალობითაც შესაძლებელი გახდა სამეცნიერო მიღწევების, რომლებიც ძირითადად ერვოპულ ქვეყნებში წარმოიშვა, ევროპიდან მსოფლიოს დანარჩენ რეგიონებში და მათ შორის შავი ზღვის რეგიონში გავრცელება, რაშიც ერთ-ერთი მთავარი მისია სწორედ რომ თარგმანს ჰქონდა. იმისათვის, რომ სამეცნიერო მიღწევები სხვა ერებისათვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო, ეს ყველაფერი მათთვის გასაგებ ენაზე უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. სტატიაში წარმოდგენილია სამეცნიერო პროგრესისა და ცოდნის გავრცელების საინტერესო მოდელი, რომელსაც მკვლევარი ჯორჯ ბასალა გვთავაზობს. განხილულია მის მიერ შემოთავაზებული ცოდნის გავრცელების სამფაზიანი მოდელი, სადაც აღწერილია თუ როგორ, რა გზით და ვის მიერ ხდებოდა სამეცნიერო მიღწევების ევროპიდან სხვა კონტინენტებზე გადატა-გავრცელება. ასევე საუბარია, თუ როგორ იქცა სხვადასხვა ქვეყანაში კოლონიური მეცნიერება დამოუკიდებელ მეცნიერებად, რამაც საბოლოო ჯამში ეს ქვეყნები მოწინავედ აქცია. ევროპელი მეცნიერების მონაპოვარი ითარგმნებოდა იმ ხალხთა ენაზე, სადაც ეს ინოვაციები სხვადასხვა გზით აღწევდა. სწორედ ამაში მდგომარეობს თარგმანის დიდი როლი მეცნირების განვითარებისა და ცოდნის გაცვლის პროცესში.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .