კოლირიდიანები ადრეულ ქრისტიანულ და ყურანისეულ ტრადიციაში

ავტორები

  • რატი რამიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0005-7733-8645
  • ნანი გელოვანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0002-7046-1254

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.v9i1.11624

საკვანძო სიტყვები:

კოლირიდიანები, ყურანი, ეპიფანე კვიპრელი, „პანარიონი“, რელიგიის კომპარატიული კვლევა

ანოტაცია

სტატია იკვლევს კოლირიდიანების (ფილომარიამ­ელების/ მარიამელების) არსებობის საკითხსა და მათი სწავლების შესა­ძლო ასახვას ყურანის 5:116იაში. კვლევის მიზანია დადგ­ინ­დეს, აღნიშნული აია წარმოადგენს თუ არა მხოლოდ პოლე­მი­კურ, ჰიპერბოლიზებულ ფორმულირებას, თუ იგი ეხმიანება კონ­კრეტულ ისტორიულ-რელიგიურ ჯგუფს, რომელიც მარიამს ღვთაებრივ სტატუსს ანიჭებდა და მის სახელზე მსხვერ­პლშე­წირვას აღასრულებდა.

ანალიზი ეფუძნება IV-XIV საუკუნეების ბერძნულ და არა­ბულ წყაროებს. პირველხარისხოვან მნიშვნელობას იძენს ეპი­ფანე კვიპრელის (გარდ. 403 წელს) „პანარიონი“, რომელშიც კო­ლ­ირიდიანთა სწავლება აღწერილია, როგორც მარიამისადმი ტკ­ბილი პურის შეწირვით გამოხატული პრაქტიკა. დამატებით გან­ხ­ილულია იოანე დამასკელის (გარდ. 749 წელს), ევტიხი ალე­ქსანდრიელის (გარდ. 940 წელს), იბნ თაიმიასა (გარდ. 1328 წე­ლს) და სხვა ავტორთა ცნობები, აგრეთვე თანამედროვე მკვლ­ევართა პოზიციები, რომლებიც ან უარყოფენ კოლირიდიანთა ისტორიულობას, ან ყურანის 5:116 აიას „შემოქმედებითი რიტ­ორიკის“ შედეგად მიიჩნევენ.

კვლევაში გაანალიზებულია ძირითადი პრობლემები: პი­რ­ველწყაროების სიმწირე, ცნობათა გვიანდელობა, ადრეული საეკლესიო ისტორიკოსების დუმილი და არაბეთის ნახევა­რკ­უ­ნ­ძულის რელიგიური გარემოს არასრული რეკონსტრუქცია. კვლ­ევის დედუქციური მეთოდის  საფუძველზე, ნაჩვენებია, რომ კო­ლ­ირიდიანთა შესახებ მონაცემები ერთმანეთს ავსებს და ასახავს რეალურ დოგმატურ ფენომენს.

მიგვაჩნია, რომ ყურანის 5:116 აია კონკრეტულ დოგმატურ პასაჟს პასუხობს და მისი შინაარსი შეიძლება დაკავშირებული იყოს კოლირიდიანულ სწავლებასთან. კვლევის თეორიული მნი­შ­ვნელობა მდგომარეობს ქრისტიანულ-მუსლიმური პოლ­ემ­იკის ისტორიის დაზუსტებაში, ხოლო პრაქტიკული – ყურანის აიას ქრისტიანულ კონტექსტში ინტერპრეტაციის უფრო ზუსტი მოდელის შემუშავებაში.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-05-27

როგორ უნდა ციტირება

რამიშვილი რატი, and გელოვანი ნანი. 2026. “კოლირიდიანები ადრეულ ქრისტიანულ და ყურანისეულ ტრადიციაში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 9 (1):310-29. https://doi.org/10.61671/hos.v9i1.11624.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.