„ვეივანიუ“ და ევფემიზმი ჩინურ ენათმეცნიერებაში: დეფინიციის პრობლემა და ცნებითი საზღვრები

ავტორები

  • ანა გოგუაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0002-2936-9851

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9819

საკვანძო სიტყვები:

ევფემიზმი, ვეივანიუ, ჩინური ენა, ენათმეცნიერება

ანოტაცია

წინამდებარე სტატია იკლევს ევფემიზმების — 委婉语 ვეი­ვანიუს კვლევის ისტორიას, ტერმინოლოგიურ სირთულეებსა და კულტურულ კონტექტს ჩინურ ენათმეცნიერებაში. ჩინური ევფე­მიზმი განიხილება არა მხოლოდ ენობრივ ტროპად, არამედ სოციალურ-კულტურულ ფენომენად, რომელიც უკავში­რდ­ება ტაბუს, სოციალურ ჰარმონიასა და კონფუციურ ცნებას 面子 miànzi „სახე“.

კვლევა აჩვენებს, რომ დასავლურ ლინგვისტიკაში ევფ­ემი­ზმი ძირითადად გულისხმობს უხეში ან ტაბუირებული თემის შერბილებული ფორმით გადმოცემას, მაშინ როცა ჩინურ ლინ­გვისტიკაში ვეივანიუ ბევრად უფრო ფართო ცნებაა. ის მოი­ცავს არა მხოლოდ პირდაპირ ლექსიკურ ჩანაცვლებას, არამედ მეტ­აფორას, მეტონიმიას, ალუზიას, სიმბოლიკას, ომონიმიას, ჰო­მ­­ო­ფონიას და სხვა სტილისტურ ხერხებს.

კვლევის სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ ნაშრომში გაერ­თი­ანებულია ვეივანიუს კვლევის შესწავლა და დეფინიციის საკ­ითხი. გაანალიზებულია ჩენ ვანგტაოს 婉曲 wǎn qū რიტორ­იკ­ული განსაზღვრებიდან ჩენ იუენის სოციოლინგვისტურ მიდგო­მამდე ჩამოყალიბებული თეორიები.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-05

როგორ უნდა ციტირება

გოგუაძე ანა. 2025. “„ვეივანიუ“ და ევფემიზმი ჩინურ ენათმეცნიერებაში: დეფინიციის პრობლემა და ცნებითი საზღვრები”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 8 (2):513-32. https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9819.

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა

მსგავსი სტატიები

<< < 2 3 4 5 6 7 8 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.