მოტივაცია და ფსიქოლოგიური ბარიერები უცხო ენების შესწავლის პროცესში

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9817

საკვანძო სიტყვები:

ენის შესწავლის ფსიქოლოგიური ფაქტორები, მოტივაცია, ფსიქოლოგიური ბარიერები, სასწავლო გარემო, პედაგოგის ფსიქოლოგიური მიდგომები

ანოტაცია

თანამედროვე ეპოქაში, შრომის ბაზარზე კონკურენ­ტუნარ­იანობის ზრდა და მოთხოვნადი კადრის ძიება პირდაპი­რკ­ავშ­ი­რ­შია უცხო ენების ფლობასთან. დამსაქმებლების მოთხოვნა ვიწ­რო სპეციალიზაციის გარდა მოიცავს ერთ ან რამდენიმე უცხო ენის ცოდნასაც, რაც ზრდის ენის შესწავლის აუცილებლობას.

ენის შესწავლის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი საქმია­ნობის ძირითად ფსიქოლოგიურ ასპექტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივაციაა.

მოტივაციას შეუძლია ენის შესწავლაში შედეგის მოტანა და ხანგრძლივ წარმატებებზე მიღწევა, სწავლის პროცესში საკუ­თარ თავში უნარების აღმოჩენა საკითხისადმი უფრო მეტი ინტ­ე­რ­ესის გაღვივებას და შედეგად არსებული ცოდნის პრაქტიკაში რეალი­ზაციის საშუალებას იძლევა.

თუმცა ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ სწა­ვლის პროცესის ეფექტურობა დამოკიდებულია არა მხოლოდ ინდივიდის მოტივაციაზე, არამედ სასწავლო გარემოსა და ფსი­ქოლოგიურ განწყობებზეც.

ენის შესწავლის პროცესში სტუდენტთა ფსიქოგანწყობის დადგენის: მოტივაციის, შფოთვისა და ინტერესის დონის შეფას­ების, პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და სწავ­ლის ნაყოფიერების გაზრდის; პროცესისადმი საჭირო ფსიქოლ­ოგიური მიდგომების შემდგომში გათვალისწინების მიზნით, ჩვ­ენს მიერ ჩატარდა ანკეტური კვლევა თურქული და გერმ­ანული ენების შემსწავლელ ქართველ სტუდენტებთან. კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტების მოტივაცია პირდაპირ კავშირშია პედაგოგის პიროვნულ თვისებებთან, მათ შორის პოზიტიურ ენერგეტი­კას­თან, გახსნილობასთან, ემპათიასა და ემოციურ მხარდაჭ­ერას­თან. ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს შფოთვასა და შიშს, ზრდის ნდობასა და უზრუნველყოფს აქტიურ ჩართუ­ლ­ობას სასწავლო პროცესში.

დემოტივაციისა და შფოთვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დაფიქსირდა შეცდომების დაშვების შიში, რაც ხელს უშლის კომუნიკაციურ აქტივობებში ჩართულობას. აღნიშნული ბარიე­რის დაძლევა შესაძლებელია მასწავლებლის მხარდაჭერით, ინტ­­ერაქტიული სავარჯიშოებითა და სწორი ფსიქოლოგიური მი­დ­გომების გამოყენებით. აქედან გამომდინარე, უცხო ენის სწა­ვ­­ლება ყველაზე მეტად ეფექტურია მაშინ, როდესაც ლექტორის აკადემიურობა და პროფესიული უნარები ჰარმონიულად ერწ­ყმის პიროვნულ თვისებებსა და ფსიქოლოგიური ბარიერების დაძ­ლევის სტრატეგიებს, ქმნის შედეგზე ორიენტირებულ სასწ­ავლო გარემოს, მნიშვნელოვნად ზრდის სწავლების ხარისხს, ამ­ა­­ღ­ლებს სტუდენტების მოტივაციასა და რაც მთავარია საკუ­თარი თავისადმი რწმენას.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-05

როგორ უნდა ციტირება

ახვლედიანი ზეინაბ, ახვლედიანი ნელი, and მელაძე სალომე. 2025. “მოტივაცია და ფსიქოლოგიური ბარიერები უცხო ენების შესწავლის პროცესში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 8 (2):444-64. https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9817.

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.