განათლების თანამედროვე რეფორმების გამოწვევები ჩინეთში

ავტორები

  • თეონა გელაშვილი ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაცია; ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0006-9689-0723

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9795

საკვანძო სიტყვები:

ჩინეთის განათლების რეფორმა, ორმაგი შემცირების პოლიტიკა, საგანმანათლებლო ტექნოლოგიები, გამოცდებზე ორიენტირებული კულტურა, ჩინეთის განათლების მოდერნიზაცია

ანოტაცია

განათლების სისტემას ჩინეთში უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ვინაიდან ის პიროვნული წარმატების, სოცი­ალური მობილობისა და ეროვნული განვითარების გასაღებად ითვლება. ჩინეთის განათლების სისტემა მუდმივად ადაპტი­რდებოდა ქვეყნის საჭიროებებისა და პოლიტიკის მიხედვით, შესაბამისად თანამედროვე ჩინეთში მთავრობა ცდილობს ფეხი აუწყოს ახალ გლობალურ გამოწვევებს და დიდ ინვესტიციებს დებს განათლებაში, ხელს უწყობს STEM-ის სფეროებს[1], ამკვი­დრებს ინოვაციებსა და მკაცრ აკადემიურ სტანდარტებს კვალი­ფიციური სამუშაო ძალის შესაქმნელად.

ამ სტატიის მიზანია, იკვლიოს თანამედროვე ჩინეთში მიმ­დინარე ძირითადი საგანმანათლებლო რეფორმები, კერძოდ ყუ­რ­ადღება გაამახვილოს, „ორმაგი შემცირების[2] (Ministry of Educ­ation of the People’s Republic of China., 2021) პოლიტიკაზე, პრო­ფე­სიული განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და ცი­ფ­­რული ტექნოლოგიების ინტეგრაციაზე საგანმანათლებლო სფ­ე­რ­ოში. აღნიშნული რეფორმები ასახავს ჩინეთის მთავრობის აღი­ა­რებას, რომ მომავალი ეკონომიკური კონკურენტუნა­რია­ნობა, ინ­ო­ვ­აციური შესაძლებლობები და სოციალური ერთ­ია­ნობა დამო­კი­დებულია უფრო დაბალანსებული, სამართლიანი და მომავ­ა­ლზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემის შექმ­ნაზე. მზარდი სოციალური ზეწოლის, პროვინციებს შორის არსე­ბული უთანასწორობისა და შრომის ბაზრის ცვალებადი მდგომ­არეობის ფონზე, ჩინეთის მიდგომა რეფორმებისადმი ავ­ლ­ენს თამამ ამბ­იციას, რომ დღეს ჩინეთში განათლების ტრანს­ფორ­მა­ცია არ არის მხოლოდ მიმდინარე პრობლემებზე პასუხი, არა­მედ ეს არის სტრატეგიული გეგმა ქვეყნის მომავლის უზრ­უნვე­ლსა­ყოფად. ასე­ვე სტატია გვთავაზობს ყოვლისმომცველ ხედვას იმის შეს­ახებ, თუ როგორ ცდილობს ჩინეთი თავისი საგან­მანა­თლ­ე­ბლო ლანდშაფტის შეცვლას XXI საუკუნის მოთ­ხოვნების დასა­კმაყ­ოფილებლად, კერძოდ ტრადიციისა და ინოვ­აციის, ზე­წ­ოლისა და პროგრესის დაბალანსებით.

 

[1] STEM მოიცავს ოთხ მჭიდროდ დაკავშირებული სფეროს, როგორიცაა: მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა.

[2] „ორმაგი შემცირების“ პოლიტიკა (双减政策) -  გულისხმობს დაწყებითი და საშუა­ლო სკოლის მოსწავლეებისთვის საშინაო დავალებების რაოდენობის შემცირებასა და  კერძო რეპეტიტორობის ინსტიტუტის შეზღუდვას.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-05

როგორ უნდა ციტირება

გელაშვილი თეონა. 2025. “განათლების თანამედროვე რეფორმების გამოწვევები ჩინეთში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 8 (2):133-44. https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9795.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა

მსგავსი სტატიები

<< < 2 3 4 5 6 7 8 9 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.