განათლების თანამედროვე რეფორმების გამოწვევები ჩინეთში
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9795საკვანძო სიტყვები:
ჩინეთის განათლების რეფორმა, ორმაგი შემცირების პოლიტიკა, საგანმანათლებლო ტექნოლოგიები, გამოცდებზე ორიენტირებული კულტურა, ჩინეთის განათლების მოდერნიზაციაანოტაცია
განათლების სისტემას ჩინეთში უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ვინაიდან ის პიროვნული წარმატების, სოციალური მობილობისა და ეროვნული განვითარების გასაღებად ითვლება. ჩინეთის განათლების სისტემა მუდმივად ადაპტირდებოდა ქვეყნის საჭიროებებისა და პოლიტიკის მიხედვით, შესაბამისად თანამედროვე ჩინეთში მთავრობა ცდილობს ფეხი აუწყოს ახალ გლობალურ გამოწვევებს და დიდ ინვესტიციებს დებს განათლებაში, ხელს უწყობს STEM-ის სფეროებს[1], ამკვიდრებს ინოვაციებსა და მკაცრ აკადემიურ სტანდარტებს კვალიფიციური სამუშაო ძალის შესაქმნელად.
ამ სტატიის მიზანია, იკვლიოს თანამედროვე ჩინეთში მიმდინარე ძირითადი საგანმანათლებლო რეფორმები, კერძოდ ყურადღება გაამახვილოს, „ორმაგი შემცირების[2]“ (Ministry of Education of the People’s Republic of China., 2021) პოლიტიკაზე, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაციაზე საგანმანათლებლო სფეროში. აღნიშნული რეფორმები ასახავს ჩინეთის მთავრობის აღიარებას, რომ მომავალი ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა, ინოვაციური შესაძლებლობები და სოციალური ერთიანობა დამოკიდებულია უფრო დაბალანსებული, სამართლიანი და მომავალზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემის შექმნაზე. მზარდი სოციალური ზეწოლის, პროვინციებს შორის არსებული უთანასწორობისა და შრომის ბაზრის ცვალებადი მდგომარეობის ფონზე, ჩინეთის მიდგომა რეფორმებისადმი ავლენს თამამ ამბიციას, რომ დღეს ჩინეთში განათლების ტრანსფორმაცია არ არის მხოლოდ მიმდინარე პრობლემებზე პასუხი, არამედ ეს არის სტრატეგიული გეგმა ქვეყნის მომავლის უზრუნველსაყოფად. ასევე სტატია გვთავაზობს ყოვლისმომცველ ხედვას იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს ჩინეთი თავისი საგანმანათლებლო ლანდშაფტის შეცვლას XXI საუკუნის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, კერძოდ ტრადიციისა და ინოვაციის, ზეწოლისა და პროგრესის დაბალანსებით.
[1] STEM მოიცავს ოთხ მჭიდროდ დაკავშირებული სფეროს, როგორიცაა: მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა.
[2] „ორმაგი შემცირების“ პოლიტიკა (双减政策) - გულისხმობს დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის საშინაო დავალებების რაოდენობის შემცირებასა და კერძო რეპეტიტორობის ინსტიტუტის შეზღუდვას.

































