მოწამეობა მამლუქთა ეგვიპტეში ბაჰრის ადრეულ პერიოდში (1252-1299)
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9083საკვანძო სიტყვები:
მამლუქები, ბაჰრის პერიოდი, მოწამეობა, შაჰიდი, ეგვიპტეანოტაცია
რწმენისთვის წამება („ისტიშჰადია(თ)“) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცნებაა ისლამში, რომელმაც დეტალური საღვთისმეტყველო განხილვის საგანი გახდა შუა საუკუნეებში და კვლავაც უმნიშვნელოვანესია დღევანდელ პერიოდშიც. თუმცა, მისი მნიშვნელობა ექვემდებარებოდა ცვლილებებს ისტორიული პერიოდისა და გეოგრაფიული არეალის მიხედვით.
წინამდებარე ნაშრომი ამტკიცებს, რომ მოწამეობის ინსტიტუტი მაქსიმალურად გამარტივდა ადრეულ ბაჰრის პერიოდში (XIII საუკუნის მეორე ნახევარი). უფრო მეტიც, იგი გახდა სულთან ალ-მანსურ ქალავუნის [1279-1290] მეფობის განდიდებისა და ლეგიტიმაციის განუყოფელი ნაწილი მრავალი ასპექტით, მიუხედავად გამოცხადებული „შაჰიდისა“. ამრიგად, ეს უფსკრული მმართველი ელიტის მოსაზრებებსა და მოწამეობის შესახებ ისლამური წრეების შეხედულებებს შორის გაღრმავდა. მაგალითად, მამლუქის ამირის ატრიბუტისთვის სასურველი იყო, რომ მან გამოავლინოს თავისი ერთგულება სულთანის მიმართ და კიდევ უფრო სასურველია იყოს სულთან ალ-მანსურ ქალავუნის ამირებიდან.