მორფემათა ზღვარზე ხმოვანთკომპლექსების ფონეტიკური ცვლილებები შიდა ქართლში მცხოვრებ აჭარელთა მეტყველებაში

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9813

საკვანძო სიტყვები:

შიდა ქართლი, აჭარული დიალექტი, ხმოვანთკომპლექსები, მორფემა, ფონეტიკური ცვლილება

ანოტაცია

წარმოდგენილ სამეცნიერო სტატიაში განხილულია  შიდა ქართლში,  გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წითელ­უბა­ნში, შავშვებსა და ნაწრეტში მცხოვრებ  აჭარელთა  მეტყვ­ელე­ბ­აში  მორფემათა ზღვარზე ხმოვანთკომპლექსების  ფონეტ­იკ­ური ცვ­ლ­ილებების ტენდენია, რეალიზაციის შემთხვევები და სიხშ­ირე. კვლევა ემყარება სხვადასხვა დროს ჩვენ მიერ ჩაწერილ და  გამ­ოქ­ვეყნებულ დიალექტურ  ტექსტებს.

წითელუბნის, შავშვებისა და ნაწრეტის მეტყველებაში  და­ს­ტ­ურდება ქართლურთან აჭარულის და მესხურ-ჯავახუ­რის სა­მ­­ეტყველო კოდთა შერევის შემთხვევები. შიდა ქართლის ამ სო­ფლებში მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში გადმო­სახ­ლდნენ საცხოვრებლად ხულოს რაიონის სოფელ ჩაოდან, მოგვ­იანებით სამცხე-ჯავახეთიდან (სოფელი ხიზაბავრა) და ქარ­თლის სხვადასხვა კუთხიდან (ისტორიული სამაჩაბლოდან დევ­ნილი მოსახლეობა).

ხმოვანთკომპლექსთა ცვლილება უპირატესად დადასტ­უ­რდა სიტყვის თავკიდურ  და ბოლოკიდურ პოზიციაში.  საყუ­რა­დღებოა, ასიმილაციისა და დისიმილაციის გამოვლენის სამი  მა­რ­კერი: ლოკალური რიგი (საწარმოთქმო ადგილი), ღიაობა (აწე­ულობა) და ლაბიალურობა.

ზმნისწინისეული ხმოვანი იცვლება კომპლექსებში რეგ­რესული, კონტაქტური, სრული ასიმილაციის შედეგად.   აე→ეე: წე­ეღო ( ←წაეღო), გეეღო  (←გაეღო); ოეეე: მეერია (←მოერია), მეეკიდა (← მოეკიდა); აუ→უუ: უუწია (←აუწია), დუუდებენ (←დაუდებენ) ; ეუ →უუ: შუუკრა (←შეუკრა); აი→იი: იმიტანა  (←ამიტანა), დიმიყვირა (←დამიყვირა)… კომპლექსთა ცვლ­ილ­ება ხდება არა მარტო მეზობლად მყოფ ხმოვნებს შორის, არამედ დისტანციურად, თანხმოვნით დაშორებულ ელემენტებს შორ­ისაც, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ზმნას რთული ზმნ­ის­წინი დაერთვის. ცვლილებას განიცდის რთული ზმნისწინის ორ­­­ივე ხმოვნითი ელემენტი: გიდიმიყარა გიდიმიყარა (←გად­ამ­იყარა). ეს მოვლენა შიდაქართლურისთვისაც არის დამახას­იათ­ებელი, მხოლოდ განსხვავებულია ხმოვანთა ცვლილება: გემე­ერჩია (←გამოერჩია), წემეეყვანა (←წამოეყვანა).

სრული რეგრესული ასიმილაციით მიღებული ეე განიც­დის რეგრესულ დისიმილაციას. აე→ეე→იე: გიეკიდა (←გეე­კიდა ←გაეკიდა), დიესიენ (←დეესიენ←დაესიენ). ხმოვანთა დისიმ­ილ­აცია გვხვდება სახელებში ბოლოკიდურ პოზიციაში. ეე→ იე→ჲე: ხეები → ხიები →ხჲები; რძეები→რძიები→რძჲები.

კვლევამ აჩვენა, რომ წითელუბნის, შავშვებისა და ნაწრ­ე­ტის  მეტყველებაში  მორფემათა ზღვარზე ხმოვანთკ­ომპლ­ექ­სთა ფონეტიკური ცვლილებების ძირითადი ტენდენციები საერ­თო ქართულია, თუმცა დასტურდება გარკვეული მოდიფიკაც­იებიც, რომელიც განპირობებულია  დიალექტის   შინაგანი კანო­ნ­ებით, მოსახლეობის მიგრაციითა და სამეტყველო კოდთა  შერ­ევით. 

კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები  მნიშვნელოვანია ქართველური დიალექტოლოგიის და, საერთოდ, ქართული სა­ლ­­იტერატურო ენის საკვანძო საკითხების დიაქრონიული ანალ­ი­ზისათვის.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-05

როგორ უნდა ციტირება

კობერიძე მარიამ. 2025. “მორფემათა ზღვარზე ხმოვანთკომპლექსების ფონეტიკური ცვლილებები შიდა ქართლში მცხოვრებ აჭარელთა მეტყველებაში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 8 (2):385-400; 401. https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9813.

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.