თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის ახალი გეოსტრატეგიული დილემა - ირან-ისრაელის ომის სავარაუდო კონტურები: მითი და რეალობა
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.7.2024.8284საკვანძო სიტყვები:
აშშ, ირანის ისლამური რესპუბლიკა, „ანაკონდის“ სტრატეგია, ისრაელი, ლოკალური ომიანოტაცია
2024 წელი დაიწყო სიტუაციის გართულებით ახლო აღმოსავლეთში, როდესაც ერაყში მდგომარეობა გართულდა უკიდურესად აშშ-ს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის. მათმა კონფრონტაციამ მიაღწია უკიდურეს წერტილს და დროებით დასრულდა ე.წ. „პრესტიჟის ზავით“, რომელიც შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს. უკრაინული ავიალაინერის ჩამოგდება წარმოადგენს ამ კონფრონტაციის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას. ბუნებრივია, რომ სირიაში გადაიკვეთა ასევე ირანის გეოსტრატეგიული ინტერესებიც, რადგანაც თუკი ირანისთვის მოკავშირე ალავიტური მმართველი ასადის დინასტიური რეჟიმი დაეცემა, მას მოყვება სუნიტური ორიენტაციის ისლამური რადიკალური ჯგუფების გააქტიურება (ანუ გათამაშდება „ერაყული“ სცენარი, რაც გულისხმობს შიიტური მოსახლეობის უფლებების შეზღუდვა); აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ ე.წ. „ანაკონდის“ სტრატეგიის ხელშეწყობა (აშშ-ს ხელისუფლება, განსაკუთრებით წინა ადმინისტრაცია ცდილობდა ამ კონცეფციის „მარყუჟის“ გადმოსროლას სამხრეთ კავკასიის მიმართულებითაც). ამ ეტაპზე კიდევ უფრო აქტუალური ხდება ისრაელ-ირანის ლოკალური ომის სავარაუდო პერსპექტივა, რადგანაც ისრაელი წარმოადგენს აშშ-ს სტრატეგიულ პარტიორს ახლო აღმოსავლეთში და ირანისთვის კი ისრაელი წარმოადგენს დაუძინებელ მტერს, ჯერ კიდევ „ცივი ომის“ პერიოდიდან მოყოლებული. ამ ნაშრომში მოკლედ იქნება წარმოჩენილი, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ამ ომის სავარაუდო სცენარი