თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის ახალი გეოსტრატეგიული დილემა - ირან-ისრაელის ომის სავარაუდო კონტურები: მითი და რეალობა

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.7.2024.8284

საკვანძო სიტყვები:

აშშ, ირანის ისლამური რესპუბლიკა, „ანაკონდის“ სტრატეგია, ისრაელი, ლოკალური ომი

ანოტაცია

 2024 წელი დაიწყო სიტუაციის გართულებით ახლო აღმო­სავლეთში, როდესაც ერაყში მდგომარეობა გართულდა უკიდუ­რესად აშშ-ს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის. მათმა კონფრონტაციამ მიაღწია უკიდურეს წერტილს და დროებით დასრულდა ე.წ. „პრესტიჟის ზავით“, რომელიც შეიძლება დიდ­ხ­ანს არ გაგრძელდეს. უკრაინული ავიალაინერის ჩამოგდება წა­რ­მოადგენს ამ კონფრონტაციის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას. ბუნებრივია, რომ სირიაში გადაიკვეთა ასევე ირანის გეოსტრატეგიული ინტერესებიც, რადგანაც თუკი ირანისთვის მო­კავშირე ალავიტური მმართველი ასადის დინასტიური რეჟიმი დაეცემა, მას მოყვება სუნიტური ორიენტაციის ისლამური რად­იკალური ჯგუფების გააქტიურება (ანუ გათამაშდება „ერაყული“ სცენარი, რაც გულისხმობს შიიტური მოსახლეობის უფლებების შეზღუდვა); აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ ე.წ. „ანაკონდის“ სტ­რ­ატეგიის ხელშეწყობა (აშშ-ს ხელისუფლება, განსაკუთრებით წინა ადმინისტრაცია ცდილობდა ამ კონცეფციის „მარყუჟის“ გა­დ­მოსროლას სამხრეთ კავკასიის მიმართულებითაც). ამ ეტა­პზე კიდევ უფრო აქტუალური ხდება ისრაელ-ირანის ლოკა­ლ­ური ომის სავარაუდო პერსპექტივა, რადგანაც ისრაელი წარმოა­დგენს აშშ-ს სტრატეგიულ პარტიორს ახლო აღმოსავლეთში და ირან­ის­თვის კი ისრაელი წარმოადგენს დაუძინებელ მტერს, ჯერ კიდევ „ცივი ომის“ პერიოდიდან მოყოლებული. ამ ნაშრომში მო­კ­ლედ იქნება წარმოჩენილი, თუ როგორ შეიძლება განვ­ითა­რდეს ამ ომის სავარაუდო სცენარი

Downloads

ავტორის ბიოგრაფიები

ვახტანგ მაისაია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

პოლიტიკის და სამხედრო მეცნიერების დოქტორი,
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.
საქართველო, თბილისი, ჩარგლის ქ.#73, 0179
+995 599402252; vakhtang.maisaia@ciu.edu.ge
https://orcid.org/0000-003-3674-3570

ალიკა გუჩუა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტუს
ასოცირებული პროფესორი.
საქართველო, თბილისი, ჩარგლის ქ.#73, 0179
+995 557960145. alika_guchua@ciu.edu.ge
https://orcid.org/0000-0003-0347-9574

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-12-06

როგორ უნდა ციტირება

მაისაია ვახტანგ, and გუჩუა ალიკა. 2024. “თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის ახალი გეოსტრატეგიული დილემა - ირან-ისრაელის ომის სავარაუდო კონტურები: მითი და რეალობა”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 7 (2):302-19. https://doi.org/10.61671/hos.7.2024.8284.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.