ჰომო სოვეტიკუსი: რელიგია (ვიზუალურ ანთროპოლოგიური კვლევა)

ავტორები

  • მანუჩარ ლორია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0002-1849-9562

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.6.2023.6790

საკვანძო სიტყვები:

საბჭოთა კავშირი, რელიგია, ჩადრი, ფილმი, კინოქრონიკა, პოსტერი

ანოტაცია

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველივე დღეებიდან იწყება მასობრივი ანტირელიგიური ღონისძიებების გატარება, იქმნება „მებრძოლ უღმერთოთა კავშირები“, ,,რელიგიური კულტების საბჭოები“, ინგრევა რელიგიური სამლოცველოები, ტარდება რელიგიის საწინააღმდეგო თეატრალიზებული წარმოდგენები. ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა საბჭოთა სინამდვილისთვის, რომლის მიზანიც იყო ერთნაირად მოაზროვნე და ერთგვაროვანი „საბჭოთა ადამიანების“ ჩამოყალიბება. სწორედ ამ საკითხის კვლევა ვიზუალური ანთროპოლოგიის კუთხით წარმოადგენს ნაშრომის მთავარ კონცეფციას.

ნაშრომში სხვადასხვა სახის ვიზუალური მასალა (ფილმი, კინოქრონიკა, პოსტერი) გაანალიზებულია ვიზუალური ანთროპოლოგიის კვლევის მეთოდოლოგიით და კვლევის მთავარ კონცეფციას წარმოადგენს, ამ მასალების ანალიზის საფუძველზე, მკითხველს ვაჩვენოთ რელიგიური ასპექტები საბჭოთა იდეოლოგიურ პრიზმაში.

კვლევის ქრონოლოგიური ჩარჩო მოიცავს საბჭოთა მმართველობის პერიოდს და ნაშრომში შესწავლილია შემდეგი ვიზუალური მასალა: ფილმ „ჯიმ შვანთე“-ში ასახული სვანეთის რელიგიური, ეთნოკულტურული თავისებურებანი (ცხვრის გაკრეჭა, საჩეჩელზე მატყლის დაჩეჩვა, გრეხა , ძაფის დამზადების პროცესი ცხვრის გაკრეჭიდან ძაფის ამოხვევამდე; ხელით და დაზგით ქსოვა, სამოსი (ჩოხა), თექის დამუშავება და სვანური ქუდი, ბავშვის დაბადებისა და მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ტრადიციების ელემენტები...) და საბჭოთა პროპაგანდისტული ასპექტები; კინოქრონიკაში ასახული აჭარაში ისლამთან დაკავშირებული თავისებურებანი: ისლამის გავრცელება, ანტირელიგიური პროპაგანდა, ჩადრის დაწვა. ასევე, ყურადღება გამახვილებულია რელიგიურ პროპაგანდისტულ პოსტერებზე. მაგალითად, ელიოტ ბრაუნის ნაშრომი - უღმერთო უტოპია: როგორ გააჩაღა საბჭოთა კავშირმა ომი რელიგიის წინააღმდეგ.

ანტირელიგიურ კამპანიაში გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნოდა პრესასა და, ზოგადად, ბეჭდურ მედიას. სტალინი ამბობდა: ბეჭდური გამოცემები ჩვენი პარტიის უმახვილესი და უძლიერესი იარაღიაო. ყოველივე ნათლად ჩანს საბჭოთა საქართველოს ბეჭდურ გამოცემებში.

კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ საბჭოთა ხელისუფლება ყოველგვარ საშუალებას იყენებდა თავისი იდეოლოგიური მიზნების მისაღწევად და, ეს ყოველივე ვიზუალური მასალის ანალიზის საფუძველზე დეტალურად არის მოცემული ნაშრომის დასკვნით ნაწილში.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

მანუჩარ ლორია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. საქართველო, 6010. ბათუმი, ნინოშვილის ქ. 32/35. +995577940994. mloria@bsu.edu.ge. ORCID: 0000-0002-1849-9562

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-06-23

როგორ უნდა ციტირება

ლორია მანუჩარ. 2023. “ჰომო სოვეტიკუსი: რელიგია (ვიზუალურ ანთროპოლოგიური კვლევა)”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 6 (1):249-68. https://doi.org/10.61671/hos.6.2023.6790.

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო სტატიები : არქეოლოგია, ეთნოლოგია

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები