ჩინური პოლიტიკური და ინტელექტუალური ჯგუფები გვიანდელ ცინგის დინასტიასა და რესპუბლიკურ ჩინეთში
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.5.2022.5933საკვანძო სიტყვები:
ჩაგვრის საუკუნე, სინხაის რევოლუცია, ჩინელი ინტელექტუალები, ნეო-კონფუციონიზმი, ცინგის დინასტია, ჩინეთის რესპუბლიკაანოტაცია
მეცხრამეტე საუკუნე გამორჩეული პერიოდია გლობალური ისტორიისთვის. იმ პერიოდში მომხდარმა ტექნოლოგიურმა და იდეოლოგიურმა ცვლილებებმა სერიოზული კვალი დააჩინა მსოფლიოს ხალხთა განვითარებას. ეს პერიოდი ასევე მნიშვნელოვანი და გარკვეულწილად კრიტიკული გამოდგა ჩინეთის იმპერიისთვისაც. მსოფლიო წესრიგს მიღმა არსებულმა უზარმაზარმა სახელმწიფოს პოლიტიკურმა ელიტამ ზუსტად ვერ გაიაზრა გარესამყაროში მიმდინარე ცვლილებები, არ გახსნა რა საკუთარი ქვეყანა იმ დროინდელი წამყვან ქვეყნებთან სავაჭროდ, აღმოჩნდა მიმდინარე პროცესების მიღმა. ამასთან ერთად, დიდი ბრიტანეთის სურვილი ჩინურ ბაზარზე წვდომაზე იმდენად დიდი იყო რომ მათ ოპიუმის ვაჭრობის ხაზის დასაცავად ომიც კი დაიწყეს.
დასავლეთთან არსებულმა ანტაგონისტურმა და ზოგ შემთხვევაში მშვიდობიანმა ინტერაქციამ ჩინურ საზოგადოებაშიც გააჩინა რამდენიმე დასი პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტისა, რომლებიც განსხვავდებოდნენ ხედვებით, ღირებულებებით, სოციალური კლასითა და მოქმედების ტაქტიკით, თუმცა მათ აერთიანდათ ერთი რამ, ჩინური სახელმწიფოს მოდერნიზება და განვითარება ისე რომ საგარეო აქტორებს აღარ მისცემოდათ შესაძლებლობა არათანაბარ პირობებში ემყოფებინათ „ცენტრალური სამეფო“. ჩინელი ინტელექტუალების რამდენიმე დასად დაყოფა პირობითია და მიზნად ისახავს იმ განმასხვავებელი ნიშნების უკეთ გამოკვეთას რაც გვიანდელი ცინგის პერიოდისა და ადრეული რესპუბლიკისას ჩინურ პოლიტიკურ კლასს გააჩნდა. ოთხ დასად დაყოფა ერთი მხრივ ქრონოლოგიურ აღქმას აადვილებს, მეორე მხრივ თითეული დასის წევრებს ჰქონდა მეტნაკლებად საერთო ხედვები, ღირებულებითი სისტემა და მოქმედების სტრატეგია.
პირველი დასი - ლინ წესუ, წენგ კუოფენი, მე-19 საუკუნის 40-იანი და 60-იანი წლები.
მეორე დასი - ქანგ იოვეი და ლიანგ ციჩაო. მე-19 საუკუნის 90-იანი და მეოცე საუკუნის 10-იანი წლები.
მესამე დასი - სუნ იატსენი და რესპუბლიკელი რევოლიციონერები. მეოცე საუკუნის 10-20-იანი წლები.
მეოთხე დასი - პირველი თაობის სოციალისტები (ჩენ ტუსიოუ, ლი ტაჭაო და ა.შ) მეოცე საუკუნის 20-იანი წლები.
ზემოთხსენებული ცალკეული ინდივიდები და მათი მიმდევრები ჩინური საზოგადოების ჭრელ პალიტრას აერთიანებდნენ. კვლევაში გამოყოფილია თითოეული დასის მახასიათებლები, ღირებულებითი სისტემის მიხედვით დააჯგუფებულია ისინი საერთო და განმასხვავებელი მახასიათებლის მიხედვით, რაც დაეხმარება ქართულენოვან აუდიტორიას უფრო სიღრმისეულად გაიაზროს ჩინური პოლიტიკური ისთებლიშმენტის იდეოლოგიურ-ღირებულებითი გრადაცია მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცეს დასაწყისში.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .