ფილიპე „კეთილის“ „ხოხბის ნადიმი“ და არშემდგარი ანტიოსმალური ჯვაროსნული ლაშქრობა კონსტანტინოპოლის დასაბრუნებლად
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.5.2022.4069საკვანძო სიტყვები:
ფილიპე კეთილი, ხოხბის ნადიმი, ჯვაროსნული ლაშქარი, ანტი-ოსმალური ალიანსი, მეჰმეთ II, ოქროს საწმისის ორდენიანოტაცია
„ჯვაროსნული ლაშქრის“ დეფინიციის ცვლილება 1291 წლიდან, ანუ წმინდა მიწაზე ჯვაროსნული ომების დასრულების შემდეგ დაიწყო. მიუხედავად იმისა „ჯვაროსნული ლაშქრის“ ინტერპრეტაცია არ შეცვლილა, იგი დარჩა როგორც: ევროპის ქრისტიანული ალიანსი აღმოსავლეთის სარაცენთა წინააღმდეგ. „ჯვაროსნული ლაშქამა“ XV საუკუნეში ახალი სახელი, „ანტიოსმალური ალიანსი“ მოირგო. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინი „ჯვაროსნული ლაშქარი“ გამოიყენებოდა თითქმის ყველა ანტი-მუსლიმური კამპანიების დასახასიათებლად, 1291 წლის შემდეგაც.
როდესაც კონსტანტინოპოლი დაეცა ევროპა აშკარად შეშფოთებული უყურებდა ოსმალეთის აღზევებას. ჰორიზონტზე მეჰმეთ ფატიჰის იმპერია მოჩანდა. ევროპა არანირად არ იყო მზად ახალი კაიზერ-ი რუმის წინააღმდეგ ლაშქრობას, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ რომ კონსტანტინოპოლის დაცემამდე მხოლოდ რამოდენიმე თვით ადრე დამთავრდა ას წლიანი ომი.
მხოლოდ ბურგუნდიის ჰერცოგმა, ფილიპე III კეთილმა გადადგა ეს გულადი ნაბიჯი. კონსტანტინოპოლის დაცემიდან რამოდენიმე კვირაში მან მის გამორჩეულად საყვარელ ლილის სასახლეში გამართა ნადიმი. ნადიმს, რომელსაც სახელად „ხოხბის ნადიმი“ ეწოდა, ასზე მეტი სტუმარი ეწვია. სტუმრები თავადები და ევროპული ჯარების მაღალი რანგის წევები იყვნენ. სტუმრების დიდი ნაწილი კი ფილიპეს ოქროს საწმისის ორდენის წევრები იყვნენ.
ხოხბის ნადიმი გამოიჩევა იმით რომ იმ საღამოს, ფილიპმა ფიცი დადო რომ იგი ყველაფერს იზამდა რათა კონსტანტინოპოლი და შემდეგ იერუსალიმი გაენთავისუფლებინა მუსლიმთაგან.
მიუხედავად მისი უდიდესი ძალისხმევისა და მცდელობისა, ფილიპმა ევროპა ვერ დაიყოლია. იგი გარდაიცვალა შიშით, რომ მას ღმერთი განსჯიდა რათა მან ვერ მოახერხა კონსტანტინოპოლის დაბრუნება.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .