კომპიუტერული გრაფიკის ტექნოლოგიების გამოყენება არქეოლოგიურ კვლევებში ჩათალჰოიუქის მაგალითზე
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.v9i1.11629საკვანძო სიტყვები:
ჩათალჰოიუქის ისტორიული შენობები, ციფრული არქეოლოგია, 3D რეკონსტრუქცია, ვირტუალური სიმულაცია, ციფრული ფოტოგრამეტრია, კიბერარქეოლოგიაანოტაცია
ჩათალჰოიუქში წლების განმავლობაში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა კვლევებმა ნეოლითური შენობების მონაცემების შესახებ დაფუძნებული ინტერპრეტაციები წარმოშვა. თანამედროვე 3D ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, ჩათალჰოიუქის მატერიალური კულტურა და უნიკალური ურბანული გარემოს შესახებ წარმოდგენა შევქმნათ მრავალმხრივ არქეოლოგიურ დისკურსში. სტატია მიზნად ისახავს 3D ტექნოლოგიების როლის გაშუქებას არქეოლოგიური მონაცემების გავრცელებისათვის. იგი განიხილავს ჩათალჰოიუქის ვირტუალური აღდგენის პროექტებს, ამ ინიციატივების თეორიული საფუძვლებისა და შედეგების ჩვენებით. მოცემულია კიბერარქეოლოგიის მიდგომის გამოყენება, რომლის ძირითადი კვლევითი მიზნები რეალურ დროში მონაცემთა სიმულაციების შექმნასა და მომხმარებლებსა და ვირტუალურ გარემოს შორის ურთიერთქმედებაში მდგომარეობს. ეს ინიციატივები ორიენტირებული იყო გათხრების 3D ვირტუალიზაციაზე და მონაცემთა ვირტუალური რეალობის პროგრამულ უზრუნველყოფაზე. მათ შორის Dig@IT პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც სპეციალურად ჩათალჰოიუქისთვისაა შემუშავებული. მოკლედ, ნაშრომი დეტალურად განიხილავს ჩათალჰოიუქში განხორციელებული პროექტების ფარგლებში დასმულ კვლევით კითხვებსა და მიღებულ შედეგებს და იმას, თუ როგორ განაპირობა ამ შედეგებმა მრავალფეროვანი ციფრული პროდუქციის მიღება 3D მონაცემთა კოლექციებისა და მოწინავე ვიზუალიზაციის სისტემის სახით.

































