კულტურულ - სპეციფიკური სიტყვების თარგმანი „ვეფხისტყაოსნის“ თურქულ თარგმანში
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.5.2022.4077საკვანძო სიტყვები:
ვეფხისტყაოსანი, თარგმანი, ეკვივალენტობა, თურქული თარგმანი, კულტურაანოტაცია
ნაშრომში წარმოგიდგენთ „ვეფხისტყაოსნის“ თურქული თარგმანის კულტურულ სპეციფიკური ფაქტორებით განპირობებულ სირთულეებს. ტექსტების შედარების საფუძველზე ემპირიულად დავადგენთ ორიგინალი ტექსტის სამიზნე ტექსტთან სიახლოვეს და შევაფასებთ თარგმანის მხატვრულობას. მხატვრული ტექსტის თარგმანის ხარისხის შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება წყარო-ტექსტში გამოყენებული მხატვრული საშუალებების მიზან-ტექსტში გადატანის საკითხს, როგორიცაა, მაგალითად, ეპიტეთებისა და მეტაფორების გადატანა „ვეფისტყაოსნის“ თურქულ თარგმანში. ასევე საყურადღებოა სოციოკულტურული კონცეპტების თარგმანიც.
ჩვენი მიზანია, გამოვიკვლიოთ ეკვივალენტების შერჩევის პრინციპი და შევაფასოთ მთარგმნელის სტრატეგიები.
Downloads
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 International License.
































