დაოსური იგავის რეცეფცია ჯერომ სელინჯერის მოთხრობაში „ჭერი ასწიეთ, დურგლებო"

ავტორები

  • თამარ სირაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0007-4462-7357

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9816

საკვანძო სიტყვები:

იგავი, სელინჯერი, დაოსიზმი, გაუცხოება, მოთხრობა

ანოტაცია

დღემდე ჯერომ დევიდ სელინჯერი უპირველესად პოპ­ულარულია თავისი პირველი რომანით „თამაში ჭვავის ყანაში", რაც გასაკვირი არ არის, რადგან ჰოლდენ კოლფილდი სელ­ინჯ­ერის დროიდან დღემდე თითქმის ყველა მოზარდისთვის საყვა­რელი გმირი გახდა. თუმცა, ჯერომ სელინჯერი თანაბარ ყურა­დღებას იმსახურებს თავისი გლასების ოჯახის მოთხრობ­ები­თაც. განსაკუთრებით იმიტომ, რომ გლასების ოჯახის პროტაგ­ონი­ს­ტები გვიზიარებენ თავიანთ ცხოვრების აღქმას და აღმოსავ­ლური და დასავლური ფილოსოფიური სამყაროს შერწყმით საკ­მაო საფიქრალს აძლევენ მკითხველს. ჯერომ სელინჯერის გამო­რ­ჩეულობა ძირითადად გამოწვეულია აღმოსავლური რელი­გი­ური და ფილოსოფიური სწავლებებით, კერძოდ ძენ-ბუდ­იზმ­ითა და დაოსიზმით მისი გატაცებით. ეს ფილოსოფიური სის­ტემები ეხმარება მას, ღიად გააკრიტიკოს ამერიკელების მატერი­ა­ლ­ის­ტური და ზედაპირული ცხოვრების წესი. სტატია ეხება იგავს, როგორც ლიტერატურულ ჟანრს, და განიხილავს ერთ და­ოსურ თქმულებას, რომელიც წარმოდგენილია გლასების ოჯა­ხის ერთ-ერთი მოთხრობის, „ჭერი ასწიეთ, დურგლებო" დასა­წყისში. ნაშ­რ­ომი აღწერს, თუ როგორ ეხმარება იგავი მკითხ­ვ­ელს, გაია­ზროს პროტაგონისტის ბედი დაოსური სწავლების მო­რალის მეშვე­ობით.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-05

როგორ უნდა ციტირება

სირაძე თამარ. 2025. “დაოსური იგავის რეცეფცია ჯერომ სელინჯერის მოთხრობაში „ჭერი ასწიეთ, დურგლებო"”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 8 (2):434-41. https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9816.

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.