ჰ. ნავფალის აღმოსავლელი ქალის დეფინიცია ჟურნალ „ალ-ფათა“-ს მიხედვით
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9810საკვანძო სიტყვები:
კოლონიალიზმი, ნაციონალიზმი, ქალის საკითხი, არაბი ქალიანოტაცია
XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში ბრიტანეთის მიერ ოკუპირებული ეგვიპტე დეკოლონიალიზმის, ნაციონალიზმისა და მოდერნიზაციის მოძრაობათა ეპიცენტრში იმყოფებოდა. ბრიტანული კოლონიალიზმი არამხოლოდ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტებს, არამედ საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების ყველა სფეროს შეეხო.
სწორედ ამ პერიოდში, ე.წ. „ქალის საკითხი“ ( არაბ. قضية المرأة კადიYათ ალ-მარ’ა) – როგორი უნდა ყოფილიყო ეგვიპტელი ქალი – ძირითადად მოიცავდა ქალის მდგომარეობის ცვლილებას, იმისთვის, რომ ყოფილიყო უკეთესი დედა, ცოლი და დიასახლისი, ერთ-ერთ ცენტრალურ თემად იქცა ნაციონალიზმის, დეკოლონიალიზმის და პროგრესის შესახებ დისკუსიებში. მამრობითი სქესის წარმომადგენელთა მიერ დომინირებულ ქალთა საკითხის განხილვაში თანდათან თვითონ ქალებიც ერთვებიან წერილობითი, პერიოდული გამოცემების დაარსებით.
1892 წელს ჰინდ ნავფალის მიერ დაარსებული ჟურნალი „ალ-ფათა“ (არაბ. الفتاة ახალგაზრდა გოგონა), პირველი არაბულენოვანი, ქალის მიერ და ქალებისთვის შექმნილი გამოცემაა, რომელიც მნიშვნელოვანი წყაროა იმისათვის, რომ გავიაზროთ, როგორ ხედავდნენ იმ პერიოდის ქალები საკუთარ თავს და როგორ ცდილობდნენ არსებულ პოლიტიკურ, გენდერულ, ეკონომიკურ და კულტურულ გარემოში ორიენტირებას.

































