ირან–ისრაელის დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთში

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9801

საკვანძო სიტყვები:

ირან–ისრაელის კონფლიქტი, ახლო აღმოსავლეთი, შიიზმი და სიონიზმი, პროქსი ომი

ანოტაცია

ნაშრომი მიმოიხილავს ირან–ისრაელის დაპირისპირების ისტორიულ, გეოპ­ოლიტიკურ და სტრატეგიულ განზომილებებს ახლო აღმოსავლეთის კონტექსტში. ტექსტი ეფუძნება როგორც ისტორიულ ქრონიკებს (სპარსეთის იმპერიასა და ებრაულ დია­სპორას შორის ურთიერთობების მაგალითზე), ისე თანამედ­როვე სამხედრო და დიპლომატიური პროცესების ანალიზს, რაც შეს­აძლებლობას იძლევა კონფლიქტის განვითარების ლოგიკის კომ­პლექსური გაგებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება გამ­ახ­­ვ­ი­ლებულია ირანის შიიტური იდენტობის ფორმირებაზე, პრ­ო­ქსი სტრატეგიის ინსტრუმენტალიზაციაზე (ჰეზბოლა, ჰუსიტ­ები, IR GC) და ისრაელის მრავალდონიან სამხედრო-დაზვე­რვით პას­უ­ხზე. ასევე განხილულია აშშ-ის როლის ტრანსფ­ორმ­აცია, განსაკ­უთრებით 2025 წლის მოვლენების კონტექსტში, როცა ირან–ისრაელის დაპი­რისპირება ღია კონფლიქტში გადაი­ზარდა და გა­მ­ოიწვია ოპერაცია „შუაღამის ჩაქუჩის“ განხორც­იელება. ნაშრომი აჩვენებს, რომ ირან–ისრაელის ურთიერთობა არ არის მხოლოდ ორმხრივი კონფლიქტი, არამედ მრავალ­შრიანი სისტ­ემური ფენ­ო­მენი, რომელიც აერთიანებს რელიგიურ იდეოლ­ოგიებს, გეოპო­ლიტიკურ ინტერესებსა და გლობალურ ძალთა ბალანსის გადა­ნაწილებას. ანალიზი ეფუძნება პირვე­ლწ­ყ­აროებს, სტრატეგიულ კვლ­ევებსა და საერთაშორისო ორგან­იზაციების მონ­აცემებს. მიღ­ე­ბული დასკვნები მიუთითებს საჭი­როებაზე, რომ კონფლიქტის დეესკალაცია მოითხოვს არა მხო­ლოდ სამ­ხედრო დათრგუნვას, არამედ ინოვაციური დიპლო­მატიური ფო­რ­მების ჩამოყალ­იბე­ბას, რომელიც თანაბრად გაით­ვალ­ისწინებს უსაფრთხოების, სუვერ­ენიტეტისა და საერთა­შორ­ისო ლეგი­ტიმ­ურობის მოთხოვ­ნებს.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-05

როგორ უნდა ციტირება

ჭიღვარია გიორგი. 2025. “ირან–ისრაელის დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 8 (2):249-50. https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9801.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა