პოლიტიკური დევნის საკითხები თანამედროვე თურქეთში
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.3.2020.2854საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური დევნა, თანამედროვე თურქეთი, რეფეჯ თაიფ ერდოღანი, სახელმწიფო გადატრიალებაანოტაცია
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 2016 წლის 15 ივლისს თურქეთში არშემდგარ სახელმწიფო გადატრიალებაში ცნობილ თურქ თეოლოგს - ფეთულაჰ გიულენსა და მის მომხრეებს ადანაშაულებს.
სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თანამედროვე თურქეთში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევისა და მოსახლეობის გარკვეული ნაწილის პოლიტიკური დევნის.
2016 წლის აგვისტოში, გადატრიალების მცდელობიდან ერთ თვეში, თურქეთიდან თავშესაფრის მოთხოვნათა რიცხვი ევროკავშირში 45%-ით გაიზარდა. მოთხოვნების კუთხით, პირველ სამეულში მოხდა: გერმანია, საფრანგეთი და შვეიცარია. 2017 წელს ევროკავშირს თავშესაფრის მოთხოვნით თურქეთის 14, 640-მა მოქალაქემ მიმართა.
თურქეთში პოლიტიკური დევნის ობიექტად იქცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომლებიც თურქეთის ხელისუფლების მიერ იყვნენ შევიწროებულნი და ცდილობდნენ დაეტოვებინათ სამშობლო, ლეგალურად თუ არალეგალურად თავი შეეფარებინათ მეზობელი სახელმწიფოებისთვის, რათა შემდეგ უმოკლესი გზით მოხვედრილიყვნენ ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში.
ადამიანის უფლებების დარღვევისა და პოლიტიკური დევნის ობიექტად ქცეული თურქეთი, როგორც ჩანს, დიდი ხნით დაიხურავს ევროკავშირში შესასვლელ კარს, ხოლო საზოგადოების ის ნაწილი, რომლებიც პოლიტიკური დევნის ობიექტი გახდა, სერიოზული დანაკლისი იქნება თურქეთისათვის. ეს იმ საძირკველს აცლის საყრდენს, რაზეც დგას თურქეთის ევროპული პერსპექტივა. იმედს გამოვთქვამთ, რომ თურქეთი ევროპის სახელმწიფოების გვერდით დაიკავებს სათანადო ადგილს ცივილიზებულ სამყაროში.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2020 Emzar Makaradze
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .