ჩინეთის საგარეო პოლიტიკა სსრკ-ს დაშლამდე (1980-1991)

ავტორები

  • მარინე ჯიბლაძე თავისუფალი უნივერსიტეტი ; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0002-9001-0426

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.5.2022.4074

საკვანძო სიტყვები:

ჩინეთი, აშშ, საბჭოთა კავშირი, საგარეო პოლიტიკა, დიპლომატია, გეოპოლიტიკა

ანოტაცია

ნაშრომში განხილულია საბჭოთა კავშირის ნგრევის პერიოდამდე ჩინეთის საგარეო პოლიტიკა. კვლევის მიზანია, გავაკეთოთ სსრკ-ს დაშლამდე პერიოდში ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ანალიზი, კერძოდ კი, განხილულია ჩინეთის ურთიერთობები აშშ-სთან და სსრკ-სთან და ამ ურთიერთობების სამკუთხედი განსხვავებულ დროსა და ვითარებაში. მეთოდების ერთობლიობა, რომელშიც შედის ისტორიულ-აღწერითი მეთოდი, რეტროსპექტიული მეთოდი, ისტორიული პროცესების სისტემური ანალიზი. ჩინეთი მიუხედავად გზაზე შექმნილი დაბრკოლებებისა და გარკვეული სირთულეებისა, თანმიმდევრული, წინდახედული და, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფი მოქმედებებით, მალევე იქცა ერთ-ერთ მძლავრ და გავლენიან მოთამაშედ საერთაშორისო არენაზე. სტაბილურობამ და სწორმა საგარეო პოლიტიკამ, ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებამ და მაქსიმალურმა კონცენტრირებამ განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ჩინეთს მოუტანა სტაბილური ეკონომიკური წინსვლა.

სამეცნიერო სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ ვავლენთ საგარეო პოლიტიკაში ჩინეთის მკვეთრი რეაგირებისა და ცვლილებების მოხდენის უნარს; საგარეო პოლიტიკაში დიპლომატიური სვლების თავისებურებების დეტალებს; საკუთარი ინტერესის პრინციპული, მაგრამ მოქნილი დაცვის მექანიზმს; ფრთხილ, წინდახედულ და, ამავდროულად, ქმედით პოლიტიკას საერთაშორისო არენაზე; დიპლომატიური ნაბიჯების თანმიმდევრობის სპეციფიკას; პრიორიტეტებს გეოპოლიტიკურ გარემოში სსრკ-ს დაშლამდე.

რაც შეეხება ნაშრომის პრაქტიკულ ღირებულებას, შესაძლებელია დიპლომატიურ საქმიანობაში სამომავლო შესაძლებლობების გონივრული გააზრება და გამოყენება. ნაშრომი ღირებულია როგორც თეორეტიკოსი მკვლევრებისთვის, ისე პრაქტიკოსი სპეციალისტებისთვის.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

მარინე ჯიბლაძე, თავისუფალი უნივერსიტეტი ; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჩინური ფოლოლოგიის დოქტორი, პროფესორი
თავისუფალი უნივერსიტეტი, ისტორიის
მიმართულების დოქტორანტი, ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თბილისი,
ილია ჭავჭავაძის გამზირი №1, 0179, საქართველო, +995599414716, marine.jibladze@tsu.ge,
https://orcid.org/0000-0002-9001-0426

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-05-18

როგორ უნდა ციტირება

ჯიბლაძე მარინე. 2022. “ჩინეთის საგარეო პოლიტიკა სსრკ-ს დაშლამდე (1980-1991)”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 5 (1):117-46. https://doi.org/10.61671/hos.5.2022.4074.

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო სტატიები : ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა