თურქეთ - ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების პოლიტიკური ანალიზი თანამედროვე ეტაპზე

ავტორები

  • ბექა მაკარაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტი https://orcid.org/0000-0002-6276-7819

DOI:

https://doi.org/10.48614/hos.4.2021.20-36

საკვანძო სიტყვები:

თურქეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, პოლიტიკური ანალიზი

ანოტაცია

XX საუკუნის ბოლოს და XXI საუკუნის 10-იან წლებში თურ­ქეთ-აშშ-ის ურთიერთობებში აღმავლობას დაღმავლობა ენაცვ­ლებოდა. აშშ-თან ურთი­ერთობა არ ვითარდებოდა თურქე­თის მოლოდინის შესაბამისად. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის სომხე­თის, სირიის, ისრაელის, ირანის, ქურთების  საკითხები, რომლ­ებიც ყველაზე  მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე იყო ანკა­რი­სათვის.

XX საუკუნის 90-იან წლებში, „ცივი ომის“ დამთავრებამ და პოლი­ტიკური რუკიდან  თურქეთის  უმ­თა­ვრესი საფრთხის - საბჭოთა კავშირის „წას­ვლამ“,  ანკარას მისცა რეგი­ონში და­მო­უკიდებლად მოქმედების შესაძლ­ებლობა, რომელმაც აქტიური სახე მიიღო  XXI საუკუნის დასაწ­ყისში.

თანამედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკა  ბევრი თავისე­ბურებით გამოი­რჩევა. ეს გახლავთ „ახალი თურქეთის“ მოდელი, რომელიც განსაკუთრებით კონცენტრი­რებულია ახლო აღმოსა­ვლე­თსა და ისლამურ ქვეყნებზე. პოლიტიკის მთავარი მიზანი კი ამ რეგიონის მუსლიმ მოსახლეობაზე ზეგავლენის მოხდენა და ნეო-ოსმალური ღირებულებების გავრცელებაა. თურქეთის საგა­რეო ურთიერ­თობები საკუთარ როლს ძალიან დიდ მნიშვნ­ელობას ანიჭებს. ისინი თვლიან, რომ ბალკანეთი - კავკასია - ახლო აღმოსავლეთის სამკუთხედში თურქეთს წამყვანი ადგი­ლი უჭირავს და ლიდერობასაც ითავსებს და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ თურქეთის სუბიექტურ თვითა­ღქმას უკავშირდება. ამ მდგომარეობამდე თურქეთის რესპუბ­ლიკა სხვა დასავლური სახელმწიფოების დამოკიდებულებამ მოიყვანა. თურ­ქე­თსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიე­რთობას XX საუკუნის შუა წლებიდან ჩაეყარა საფუძველი, თუმცა თურქე­თის, როგორც სეკულარული, დემოკრატიული მუსლიმური სახელმწიფოს იდეა უფრო ფართოდ ცნობილი მხოლოდ XXI საუკუნის დასაწყისში გახდა.

XXI საუკუნის დასაწყისში, თურქეთის საგარეო პოლიტიკის განახლებულმა მიდგომებმა, რა საკვირველია, სხვა ქვეყნებთან მის ურთიერთობებზეც იმოქმედა. უპირველეს ყოვლისა  გარკვ­ეული ცვლილებები მოხდა   თურქეთის რესპუბლიკასა და მის დიდი ხნის სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.

თურქეთს, რომელსაც სურს იქცეს „უმაღლესი რანგის მსოფ­ლიო ეკო­ნომიკის“ ქვეყნად და  გახდეს ლიბერალური დემო­კრატიის სახელმწიფო,  აუცილებლად მოუხდება აშშ-თან კავ­ში­რების გამყარება, რაც მისგან ნაწილობრივ მოითხოვს თავისი საგარეო  პო­ლი­ტიკის პრიორიტეტების უფრო მკაფიო გამოკვე­თ­ასა და დაზუსტება -  წარმართვას.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

ბექა მაკარაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტი

 

დოქტორანტი

ელ.ფოსტა : beka.makaradze@bsu.edu.ge

საკონტაქტო ნომერი : 551042395

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-10-05

როგორ უნდა ციტირება

მაკარაძე ბექა. 2021. “თურქეთ - ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების პოლიტიკური ანალიზი თანამედროვე ეტაპზე”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 4 (October):20-36. https://doi.org/10.48614/hos.4.2021.20-36.

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო სტატიები : ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა