ოსმალეთის იმპერიის ქართველი ვალიდე - ბეზმიალემ სულთანი

ავტორები

  • დავით ჯიჯიეშვილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თურქული ენის სასწავლო ცენტრი https://orcid.org/0009-0005-5717-5981

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9802

საკვანძო სიტყვები:

ოსმალეთის იმპერიის ისტორია, ვალიდე სულთანი, ქალთა სასულთნო, ვალიდე ბეზმიალემ სულთანი, სულთან მაჰმუდ II, სულთან აბდულ-მეჯიდ I

ანოტაცია

ოსმალეთის უზარმაზარ იმპერიაში ქართული წარმომ­ავ­ლ­ობის არაერთი პოლიტიკური მოღვაწე გვხვდება. მათ შორის, გან­სა­კუთრებით, გამოირჩევა რამდენიმე ქალბატონი, რომლ­ებმაც თავიანთი კვალი დააჩნიეს არა მხოლოდ სულთნის სას­ახლეში მიმ­დინარე პოლიტიკურ პროცესებს, არამედ ნათელი ხსოვნა დატოვეს უბრალო ადამიანების გულებშიც. სწორედ ასეთი მნი­შვნელოვანი ფიგურა გახლდათ ვალიდე ბეზმიალემ სულთანიც, მაჰმუდ II-ის მეუღლე და აბდულ-მეჯიდ I-ის დედა, რომელიც ჯაყელთა გავლენიანი გვარის წარმომადგენელი იყო. მიუ­ხე­და­ვად თურქულ სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული არაე­რთგ­ვაროვანი, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი თვალ­საზრი­ს­ისა, რო­მ­ლის თანახმადაც, მაჰმუდ II-ის მეუღლე ყივჩა­ღად ან ყირი­მის სახანოს მკვიდრად არის მიჩნეული, შემი­ძლია, დაბ­ეჯ­ითე­ბით განვაცხადო, რომ ვალიდე სულთანი ნამდვილად ქართ­ველი იყო. ამას ადასტურებს ჩვენამდე მოღწ­ეული დიპლო­მატ­იური წე­რ­ილები, რომლებიც კიდევ უფრო ამყ­ა­რებს ამ ვერს­იას.

აბდულ-მეჯიდის ტახტზე ასვლის პერიოდიდან ფადიშა­ჰის დედა აქტიურად იყო ჩართული იმპერიის საშინაო და საგა­რეო პოლიტიკის ყველა საკვანძო პრობლემის გადაჭრის პროც­ე­სში. სხვადასხვა ისტორიული წყაროსა და სამეცნიერო ნარკვ­ევის ურთიერთშეჯერებამ ცხადყო, რომ ბეზმიალემ სულთნის მოღვა­წეობა ფადიშაჰის დედის ამპლუაში ცალსახად და სწო­რხა­ზოვ­ნად არ ფასდება. თანამედროვეები ააშკარავებდნენ ბეზ­მიალემ სულთნის მონაწილეობას კორუფციულ გარიგებებსა და მექრ­თა­მე­ობაში. თუმცა, უდავოა მისი უდიდესი წვლილი ოსმა­ლეთის იმპერიის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომლის გაუმ­ჯობ­ესე­ბა­საც ემსახურებოდა ბეზმიალემის მიერ დაარსებული მდიდარი საქველმოქმედო ფონდები და ორგანიზაციები. ბეზ­მიალემ სულ­თანი გულუხვად აფინანსებდა ბიბლიოთეკებს, სკოლებსა და საავადმყოფოებს. აგებდა მეჩეთებს, მინარეთებსა და შად­რევნებს. ყოველივე ამან საზოგადოების ფართო ფენებში უდი­დესი სიყვ­არული და პოპულარობა მოუტანა. ოსმალეთის იმპე­რიის ისტო­რიაში იგი რჩება, როგორც პოლიტიკური ფი­გურა, რომლის მთე­ლი მოღვაწეობაც გონიერებით, შორსმჭვრ­ეტე­ლობითა და სახე­ლმწიფოებრივი აზროვნებით გამოირჩევა. დედა სულთნის მთე­ლი ფინანსური რესურსი ქვეყნის აღმშენ­ებლობას, წინსვლასა და განვითარებას მოხმარდა.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-05

როგორ უნდა ციტირება

ჯიჯიეშვილი დავით. 2025. “ოსმალეთის იმპერიის ქართველი ვალიდე - ბეზმიალემ სულთანი”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 8 (2):274-86. https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9802.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა

მსგავსი სტატიები

<< < 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.