თამთა მხარგრძელი ხლათის სასულთნოსა და მონღოლურ სახელმწიფოთა ურთიერთობების ჰორიზონტზე XIII საუკუნეში

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9787

საკვანძო სიტყვები:

დიპლომატიური ქორწინება, კულტურა, ძალაუფლება, რელიგია, პოლიტიკა

ანოტაცია

სტატიის მიზანია ნათელი მოჰფინოს ხლათის თურქულ სასულთნოს, მეზობელ მონღოლურ სახელმწიფოსა და საქარ­თველოს სამეფოს შორის არსებულ ურთიერთობებს, ასევე გვს­ურს, მკაფიოდ წარმოვაჩინოთ თამთა მხარგრძელის როლი მეზ­ო­ბელი სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ასპე­ქტში. სტატია ხელს შეუწყობს XIII საუკუნის დასაწყისში  ხლა­თის სასულთნოში არსებული შიდა პოლიტიკური ვითარების აღწერას და იგი გადმოსცემს ადგილობრივი ხელისუფლების ურ­თ­­იერთობებს, როგორც მახლობელ ქრისტიანულ სახელმწ­იფ­ოებთან (იგულისხმება საქართველოს სამეფო), ასევე ცენტრ­ალ­ური აზიიდან შემოჭრილი მონღოლური სახელმწიფოების მეთა­ურებთან. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია დიპლო­მატ­იური ურთიერთობების სწრაფად წარმართვისა და წარმოების პროც­ესში თამთა მხარგრძელის, როგორც შუამავლის, როლის წარ­მოჩენა. სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე,  თამ­თას მიერ უმეთაუროდ დარჩენილი ხლათის სასულთნოს დრო­ე­ბითი მმართველის პოზიციისა და მისი, როგორც დიპლო­მატის, მოღ­ვაწეობის აღწერა. XIII საუკუნეში  თამთა მხარგრ­ძელის პირ­ო­ვნება დიპლომატიური ურთიერთობების კუთხით მკაფიოდ  ასო­ც­ი­რდებოდა საქართველოს სამეფოსა და მის მეზ­ო­ბელ მუს­ლიმურ სახელმწიფოებთან მიმართებაში. საკვლევი თემა წარმ­ოაჩენს ქართველების როლს მეზობელი ხლათის სას­უ­ლთნოსა და მონღოლურ სახელმწიფოებში, აღწერს მათ ღვა­წლსა და მნი­შვნელობას. საკვლევი საკითხი ქართულ ისტო­რ­იულ წყაროებსა და შრომებში  ნაკლებად არის დამუ­შავე­ბ­ული. კონკრეტული კვ­ლევა ხელს შეუწყობს შუა საუკუნეების მახ­ლობელი აღმო­სავ­ლეთის ისტორიის აღწერას და იგი ნათ­ლად მიუთითებს ქარ­თვ­ე­ლთა როლზე (იგულისხმება ქალების როლი და მათი პოზ­იცია) მეზობელი ქვეყნების სტრატ­ეგი­უ­ლად მნიშვნელოვანი საშ­­ინაო და საგარეო პოლიტიკის განსა­ზღვრაში. კვლევა აღად­გენს იმ ის­ტ­ორიულ პერსპექტივებს, რომ­ლებიც XIII საუკუნის სა­ქართ­ვე­ლოსა და მეზობელ თურ­ქულ-მონღ­ოლურ სახელმწიფ­ოებთან დიპ­ლომატიურ და სამ­ხ­ედრო-პოლ­იტიკურ ურთიერთ­ობებში წარმოჩინდა და იგი ნათ­ელი მაგა­ლითი იქნება ამ პრო­ცესების გაა­ნალიზებისა და დამ­უშავების საკითხში.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-11-24

როგორ უნდა ციტირება

მაჭავარიანი ზურაბი. 2025. “თამთა მხარგრძელი ხლათის სასულთნოსა და მონღოლურ სახელმწიფოთა ურთიერთობების ჰორიზონტზე XIII საუკუნეში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 8 (2):40-58; 59. https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9787.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა

მსგავსი სტატიები

<< < 2 3 4 5 6 7 8 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.