ზღაპრის, მითისა და მოდერნიზმის გადაკვეთაზე: სამოსელი პირველის მორალური ალეგორია

ავტორები

  • სუდან ალთუნი კავკასიის უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი. თურქეთის რესპუბლიკა https://orcid.org/0000-0003-0227-4219

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.v9i1.11625

საკვანძო სიტყვები:

გურამ დოჩანაშვილი, თანამედროვე ფაბულა, მორალური ალეგორია, მითოპოეტიკა, ქართული ლიტერატურა, მოდერნიზმი

ანოტაცია

გურამ დოჩანაშვილის სამოსელი პირველი წარმოგ­ვიდ­გ­ენს ორიგინალურ  ან სტრუქტურას, სადაც ხალხურ-ზღაპრული ესთეტიკა მოდერნისტ ან ტექნიკებს ეკვეთება. რომანის ალეგ­ორიული კონსტრუქცია ტოვებს ტრადიციული ფაბულის დიდა­ქტიკურ ერთმნიშვნელოვნებას და ქმნის ღია, ინტერპრეტ­აცი­უ­ლად მრავალ­ფენოვან ეთიკურ სივრცეს, რომელიც გმირის შინა­განი კონფლიქტებით განისა­ზღვრება. „სამოსელი პირველის” მო­­ტივი წარმოაჩენს, თუ როგორ იძენს მითისა და ზღაპრული ტრადიციიდან მომდინარე სიმბოლო ახალ მნიშვნელობას მოდ­ე­რ­ნისტულ ჩარჩოში, ადამიანის ბუნების მყიფეობას, ბუნდ­ოვ­ნებასა და მორალურ გაურკვევლობას გამოკვეთით. მითისა და ზღაპრის რიტმული სიმარტივე თანა­არსებობს მოდერნისტ დე­ზ­ორიენტაციას, ეპისტემოლოგიურ არასტაბი­ლურობასა და ფსი­ქოლოგიურ ფრაგმენტაციას თან, რის შედეგადაც იქმნება ჰიბ­რ­იდული ან ფორმა, რომელიც ერთდროულად უკავშირდება ქარ­თულ ლიტერატურულ ტრადიციას და მას თანამედროვე ხედ­ვით ახლებურად განმარტავს. ფიქსირებული მორალური დასკ­ვნების შეთავაზების ნაცვლად, რომანი foreground-ზე წამოსწევს ინტერპრეტაციულ მრავალფეროვნებას და რეფლექსიურ გახსნ­ი­ლობას, რითაც ახალ და დახვეწილ პერსპექტივას სთავაზობს თანამედროვე ფაბულასა და მორ­ალურ ალეგორიაზე არსებულ დისკუსიებს. თანამედროვე ფაბულის კვლევებში დოჩან­აშვი­ლის ალეგორიული სტრუქტურის ყოვლისმომცველი ანალიზი ნაკლ­ებადაა წარმოდგენილი. აღნიშნული სტატია ავსებს ამ ხარ­ვეზს და ტექსტს მითო­პოეტური და ეთიკური მოდერნიზმის კონტექსტში ხელახლა განამწესებს. კვლევის მიზანია შეავსოს თეორიული სიცარიელე თანამედროვე ფაბულის სფეროში და რომანი ზღაპრის–მითის–მოდერნისტული ეთიკის ღერძზე ხელ­ახლა გადაა­დგილოს.

Downloads

Download data is not yet available.

გამოქვეყნებული

2026-05-27

ციტირების წესი

ალთუნი სუდან. 2026. “ზღაპრის, მითისა და მოდერნიზმის გადაკვეთაზე: სამოსელი პირველის მორალური ალეგორია”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 9 (1):354-71. https://doi.org/10.61671/hos.v9i1.11625.

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა

მსგავსი სტატიები

Showing 41-50 of 50

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.