საბჭოთა კავშირის დაშლის გავლენა ჩინეთზე - გამოწვევები და შესაძლებლობები ახალ გეოპოლიტიკურ გარემოში

ავტორები

  • მარინე ჯიბლაძე თავისუფალი უნივერსიტეტი; ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0002-9001-0426

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.6.2023.6780

საკვანძო სიტყვები:

ჩინეთი, აშშ, საბჭოთა კავშირი, საგარეო პოლიტიკა, დიპლომატია, გეოპოლიტიკა

ანოტაცია

ნაშრომში განხილულია სსრკ-ს დაშლის შედეგად გამოწვეული ცვლილებები ჩინეთის საგარეო პოლიტიკაში. წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს, გაანალიზოს საბჭოთა კავშირის დაშლის გავლენა ჩინეთზე, რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა იგი და რა ახალი შესაძლებლობები გაუჩნდა მას ახალ გეოპოლიტიკურ გარემოში. ნაშრომში გავაანალიზეთ ჩინეთის იმჟამინდელი ხელისუფლების რეაქცია და რა უარყოფით ან დადებით მხარეებს ხედავდა იგი ამ მოვლენაში; რა დიპლომატიური ნაბიჯები განახორციელა მან უშუალოდ სსრკ-ს დაშლის დროს და რა სვლები აწარმოა მალევე საგარეო პოლიტიკაში. კვლევის პროცესში, ვაკვირდებოდით საგარეო პოლიტიკაში ჩინეთის მოქმედების სპეციფიკას. ჩინეთი ცდილობს მრავალპოლუსიანი სისტემის შექმნას აქტიური მრავალმხრივი დიპლომატიის წარმოების გზით, აშშ-სთან კი აწარმოებს მოქნილ დიპლომატიას და ფოკუსირებულია ორხმრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე. თავისუფალი მოქმედების საშუალებამ, ეკონომიკურ განვითარებაზე მაქსიმალურმა კონცენტრაციამ, მოქნილმა საგარეო პოლიტიკამ საბოლოოდ ჩინეთს მოუტანა ეკონომიკური აღზევება.
საკითხი აქტუალურია იმ თვალსაზრისით, რომ ჩინეთის თემა დღესაც ძალიან საინტერესოა. საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ჩინეთის რეაქციაზე, პოზიციასა და ქმედებებზე დაკვირვება, გარკვეულწილად, საშუალებას გვაძლევს, იდენტიფიცირება გავუკეთოთ ჩინეთის საგარეო პოლიტიკის თავისებურებებს.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

მარინე ჯიბლაძე, თავისუფალი უნივერსიტეტი; ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჩინური ფოლოლოგიის დოქტორი, პროფესორი თავისუფალი უნივერსიტეტი, ისტორიის მიმართულების დოქტორანტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1, 0179, საქართველო, +995599414716. marine.jibladze@tsu.ge. https://orcid.org/0000-0002-9001-0426

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-06-23

როგორ უნდა ციტირება

ჯიბლაძე მარინე. 2023. “საბჭოთა კავშირის დაშლის გავლენა ჩინეთზე - გამოწვევები და შესაძლებლობები ახალ გეოპოლიტიკურ გარემოში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 6 (1):48-77. https://doi.org/10.61671/hos.6.2023.6780.

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო სტატიები : ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები