სამხრეთ კავკასიის რეგიონული თანამშრომლობა ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკურ ჭრილში
DOI:
https://doi.org/10.48614/hos.3.2020.85-92საკვანძო სიტყვები:
სამხრეთ კავკასია, ახლო აღმოსავლეთი, რეგიონული თანამშრომლობაანოტაცია
სამხრეთ კავკასია ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია როგორც ახლო აღმოსავლეთისთვის ისე მთელი მსოფლიოსთვისაც. ტერიტორია, რომელიც 400 ათასზე მეტ კვადრატულ კილომეტრს მოიცავს, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 30 მილიონზე მეტი ადამიანით განისაზღვრება, უნიკალურობას უპირველეს ყოვლისა გეოგრაფიული მდებარეობით და სტრატეგიული მაკავშირებლის ფუნქციით ქმნის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. კავკასიის რეგიონი ისეთივე მრავალფეროვნებითა და სიჭრელით გამოირჩევა, როგორც ახლო აღმოსავლეთი. მხედველობაში გვაქვს ეთნიკური, კონფესიური, რელიგიური, ლინგვისტური თუ კულტურული მრავალფეროვნება. საუკუნეების განმავლობაში სამხრეთ კავკასია დამაკავშირებელი ზონაა ევროპასა და აზიას შორის. მრავალი წლის განმავლობაში რეგიონი დაპირისპირებული ქვეყნების ბუფერულ ზონას წარმოადგენდა ან მათი შემადგენელი ნაწილი იყო.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2020 Madona Gogitidze
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .