თანგის დინასტიის სამხედრო რეფორმებისა და იმპერიის დაღმასვლის ურთიერთკავშირები

ავტორები

  • გიორგი ჭიღლაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაცია https://orcid.org/0009-0006-8318-4053

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9786

საკვანძო სიტყვები:

სამხედრო რეფორმები, ან ლუშანის აჯანყება, თანგის დინასტია, ფუპინგი, მიწების თანაბრად გადანაწილების სისტემა

ანოტაცია

VIII საუკუნის პირველი ნახევარი არა მარტო თანგის დინ­ასტიის ზეობის მწვერვალს წარმოადგენს, არამედ ხშირად მიჩნე­ულია, როგორც ჩინეთის ოქროს ხანადაც. თუმცა მწვერ­ვალს ყოვ­ელთვის მოჰყვება დაღმასვლა, რაც თანგის დინასტიის შემთ­ხვევაში საუკუნის II ნახევრიდან იწყება. რა გახდა ამის მთავარი მიზეზი? ამის პასუხი ერთი შეხედვით ძალიან მარ­ტივია, თუ შევხედავთ ჩვენს მიერ ნახსენებ საკვანძო პერიოდს. ეს იყო ან ლუშანის აჯანყება (756-762), რომელიც დღემდე ერთ-ერთ ყვე­ლაზე სისხლიან და დამანგრეველ მოვლენად ითვლება ჩინე­თის ისტორიაში.

თუმცა ან ლუშანის აჯანყება რეალურად მხოლოდ საბო­ლოო გამოვლინება იყო იმ გადაუჭრელი პრობლემებისა, რომლ­ებიც იმპერიას თან სდევდა ათეულობით წლების განმავლობაში და საბოლოოდ მისი შეუქცევადი დაღმასვლის პროცესიც გამო­იწვია.  საკითხის ძირეულად გამოსაკვლევად საჭიროა თითო­ე­ული პრობლემა გაშლილი იყოს და კარგად გაანალიზებული, რათა ნათელი გახდეს მათი სიმწვავე და მნიშვნელობა.

დიდი ნაწილი მეცნიერებისა მიიჩნევს, რომ მთავარი მიზ­ეზი თანგის დინასტიის დაქვეითებისა VIII საუკუნეში გატა­რე­ბული სამხედრო რეფორმები იყო, რომელმაც ხელი შეუწყო აჯან­ყების დაწყებას.  თუმცა, ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა იმ 20 წლიან პერიოდს, როდესაც იმპერატორი სუენწუნგი  აჯან­ყების მოხდენამდე თითქმის მთლიანად ჩამოშორდა იმპე­რიის საკითხების მოგვარების პროცესს. ამან, გარდა იმისა, რომ დაა­სუსტა იმპერატორის ინსტიტუტი, ასევე ხელი შეუწყო შიდა ფრა­ქ­ციების შექმნას, რომელიც თანდათან ძლიერდებოდნენ.

სტატია ყურადღებას ამახვილებს „მიწის თანაბრად გადანა­წილების სისტემის“ რღვევის პროცესსა და მისი ზოგად გავლ­ენაზე. აღნიშნული სისტემა იმპერიის VII საუკუნის I ნახევრიდან თანგის იმპერიის სამხედრო და ეკონომიკური სტრუქტურის დას­აყრდენი იყო. ამასთანავე, ეს პროცესი გახდა სხვა უფრო ღრ­მა ცვლილების მიზეზი ჩინეთის ისტორიაში, რაც თავი­სუფალი გლეხობის ფენის გაქრობაში გამოიხატა.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-11-24

როგორ უნდა ციტირება

ჭიღლაძე გიორგი. 2025. “თანგის დინასტიის სამხედრო რეფორმებისა და იმპერიის დაღმასვლის ურთიერთკავშირები”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 8 (2):11-23; 24. https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9786.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა

მსგავსი სტატიები

<< < 2 3 4 5 6 7 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.