პოსტ საბჭოთა სივრცის რევიზია და ზღვის სტრატეგია თანამედროვე ეტაპზე (შავი ზღვა)
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9086საკვანძო სიტყვები:
შავი ზღვის რეგიონი, რეგიონალური კონფლიქტები, უსაფრთხოება, პოსტსაბჭოთა სივრცე, საზღვაო სტრატეგიაანოტაცია
სტატიაში გაანალიზებულია შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური მდგომარეობა და უსაფრთხოების საკითხები მრავალმხრივი მეთოდოლოგიური მიდგომით. დოკუმენტური ანალიზის მეშვეობით განიხილება ისტორიული და თანამედროვე გეოპოლიტიკური თეორიები, ფაქტობრივი მონაცემები და საერთაშორისო მოვლენები.
კვლევა ეფუძნება საერთაშორისო წყაროების, პოლიტიკური ანგარიშებისა და აკადემიური ლიტერატურის გამოყენებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოსტსაბჭოთა პერიოდის დოკუმენტაციასა და რეგიონული კონფლიქტების კვლევას, როგორიცაა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და თურქეთის როლი შავ ზღვაზე.
სტრატეგიული ანალიზის ფარგლებში გამოყენებული იქნა ჰართლენდის და ზღვის ძალის თეორიები, რაც ხელს უწყობს შავი ზღვის სტრატეგიული მნიშვნელობის შეფასებას გლობალურ პოლიტიკურ პროცესებში. შედარებითი ანალიზით შესწავლილია გეოპოლიტიკური აქტორების, როგორიცაა ნატო, რუსეთი და თურქეთი, სტრატეგიები.
კვლევის შედეგები ხაზს უსვამს შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენების გლობალურ მნიშვნელობას და რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურაზე ზეგავლენას.