ირან–ისრაელის დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთში
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9801საკვანძო სიტყვები:
ირან–ისრაელის კონფლიქტი, ახლო აღმოსავლეთი, შიიზმი და სიონიზმი, პროქსი ომიანოტაცია
ნაშრომი მიმოიხილავს ირან–ისრაელის დაპირისპირების ისტორიულ, გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ განზომილებებს ახლო აღმოსავლეთის კონტექსტში. ტექსტი ეფუძნება როგორც ისტორიულ ქრონიკებს (სპარსეთის იმპერიასა და ებრაულ დიასპორას შორის ურთიერთობების მაგალითზე), ისე თანამედროვე სამხედრო და დიპლომატიური პროცესების ანალიზს, რაც შესაძლებლობას იძლევა კონფლიქტის განვითარების ლოგიკის კომპლექსური გაგებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ირანის შიიტური იდენტობის ფორმირებაზე, პროქსი სტრატეგიის ინსტრუმენტალიზაციაზე (ჰეზბოლა, ჰუსიტები, IR GC) და ისრაელის მრავალდონიან სამხედრო-დაზვერვით პასუხზე. ასევე განხილულია აშშ-ის როლის ტრანსფორმაცია, განსაკუთრებით 2025 წლის მოვლენების კონტექსტში, როცა ირან–ისრაელის დაპირისპირება ღია კონფლიქტში გადაიზარდა და გამოიწვია ოპერაცია „შუაღამის ჩაქუჩის“ განხორციელება. ნაშრომი აჩვენებს, რომ ირან–ისრაელის ურთიერთობა არ არის მხოლოდ ორმხრივი კონფლიქტი, არამედ მრავალშრიანი სისტემური ფენომენი, რომელიც აერთიანებს რელიგიურ იდეოლოგიებს, გეოპოლიტიკურ ინტერესებსა და გლობალურ ძალთა ბალანსის გადანაწილებას. ანალიზი ეფუძნება პირველწყაროებს, სტრატეგიულ კვლევებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებს. მიღებული დასკვნები მიუთითებს საჭიროებაზე, რომ კონფლიქტის დეესკალაცია მოითხოვს არა მხოლოდ სამხედრო დათრგუნვას, არამედ ინოვაციური დიპლომატიური ფორმების ჩამოყალიბებას, რომელიც თანაბრად გაითვალისწინებს უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და საერთაშორისო ლეგიტიმურობის მოთხოვნებს.

































