კონფლიქტი მთიან ყარაბაღში და მისი გავლენა სოციუმზე (აკრამ აილისლისის „ქვის სიზმრების“, გიუნელ მოვლუდის „ბანაკისა“ და ნარინე აბგარიანის შემოქმედების მიხედვით)

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.7.2024.8297

საკვანძო სიტყვები:

ტრავმული მეხსიერება, მთიანი ყარაბაღის ომის შემდგომი სამყარო და მისი გავლენა სოციუმზე

ანოტაცია

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არის ეთნიკური და ტერიტ­ორიული დაპი­რის­პირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომ­­ე­­ლიც მთიანი ყარაბაღის რეგიონისა და მის გარშემო მდებ­არე ტერიტორიებზე მიმდინარეობს. ეს კონფლიქტი სათავეს იღ­ე­ბს მე-20 საუკუნის დასაწყისში, მაგრამ განსაკუთრებით გამ­წვ­ავდა 1980-იანი წლების ბოლოს, როცა საბჭოთა კავშირის დაშ­ლის პროცესის ფონზე სომხებმა მთიანი ყარაბაღის დამ­ოუ­კი­დებლობა და აზერბაიჯანიდან გამოყოფა მოითხოვეს.

1992 წლის თებერვალში მომხდარმა „ხოჯალის ხოცვა-ჟლეტამ“[1] გამოიწვია მასობრივი მსხვერპლი მშვიდობიან მოსა­ხლეობაში და მასშტაბური იძულებითი გადაადგილება.  ეს ტრა­გიკული მოვლენა გახდა კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი, რომელმაც გამოიწვია რეგიონის დემოგრაფიული ცვ­ლ­ილება და დღემდე რჩება დაძაბულობის წყაროდ ორ ქვეყ­ანას შორის. კონფლიქტის გადაუჭრელობა კვლავ ახდენს გავლენას რეგ­იონულ სტაბილურობასა და საერთაშორისო ურთიე­რთო­ბებზე სამხრეთ კავკასიაში. ყარაბაღის კონფლიქტს იძულებით გადა­ადგილებასთან ერთად მოჰყვა ეკონომიკური სირთულეები და ფსიქოლოგიური ტრავმა მრავალი ადამიანისთვის. მთიანი ყრაბაღის კონფლიქტმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ორივე ქვე­ყნის სომხეთისა და აზერბაიჯანის საზოგადოებებზე, რაც აისახა აქრამ აილისლის „ქვის სიზმრებში“, გიუნელ მოვლუდის „ბანაკსა" და ნარინე აბგარიანის მხატვრულ ნაწარმოებებში,  სადაც  გააზრებულად საუბრობენ  ამ კონფლიქტის შედეგებსა და გავ­ლენაზე.  

აქრამ აილისლის „ქვის სიზმრები“,  [2] გიუნელ მოვლუდის „ბანაკი“ და ნარინე აბგარიანის  „განაგრძე ცხოვრება“ არის ნაწა­რმოებები, სადაც მწერლებმა შეძლეს უმძიმეს ადამიანურ მანკ­იე­რებებზე ამაღლებით საკუთარ თავში მტრობისა და სისასტიკის დამარცხება, საპირისპირო მხარის ტკივილის, ტანჯვის გასი­გრ­ძ­ე­განება და გათავისება.

აქრამ აილისლი, ნარინე აბგარიანი  და გიუნელ მოვლუდი - არიან მწერლები, რომლებიც საუბრობენ   ყარაბაღის  ომის და ომის შემდგომ  პერიოდზე, საკუთარი მიწიდან, სახლიდან, შეჩ­ვეული ყოფიდან გამოგდებულ, ყველანაირი საკუთრების დამ­კა­რგავი ადამიანების ბედზე. 

მწერლები  გადმოგვცემენ თავიანთი თვალით დანახულს და განცდილს. სამივე ავტორი ცდილობს  მთელი სული­სკ­ვ­ეთ­ებით  გადმოგვცენ ის ტკივილი და  ტრავმა, რომლებიც ცვლიან ადამიანის ცხოვრებას. სამივე ავტორი საუბრობს იძულებით გად­აა­დგილებულთა ეკონომიკურ სირთულეებსა და ფსიქო­ლო­გიური ტრავმის გამოცდილებაზე [3]  და  ხშირად ეხებიან კონფ­ლ­ი­ქტისა და ომის თემებს[4]  (Alexander, 2004:5).

ავტორები  წარმოაჩენენ კონფლიქტის ორივე მხარეს,  მათ კულტურულ მემკვიდრეობას და ეროვნული იდენტობის საკით­ხებს,  საუბრობენ  ომის აბსურდულობასა და დამანგრეველ შედ­ე­გებზე. მათი პერსონაჟები წარმოაჩენენ ადამიანებს, რომლებიც ცდ­ილობენ შეინარჩუნონ ღირსება და გააგრძელონ ცხოვრება ომისა და კონფლიქტის  მძიმე პირობებში.

ეს ლიტერატურული ნაწარმოებები გვთავაზობენ უნიკა­ლურ შესაძლებლობას, გავიგოთ კონფლიქტის კომპლექსური ბუნ­ება და მისი გავლენა ადამიანთა ცხოვრებასა და  სოციუმზე, რითაც ხელს უწყობენ ემპათიისა და ურთიერთგაგების გაღრ­მა­ვებას.  

სამივე ავტორის შემოქმედება ერთგვარი სარკეა, რომელიც ასახავს  კატასტროფულ ჭეშმარიტებას: ომი და შედეგად ტრავმა არის უცვლელი ტრაგიკული კომპონენტი კაცობრიობის ისტო­რიაში, მათ შორის თანამედროვე სამყაროში.

 

[1] ”ხოჯალის გენოციდი, რომელიც მთელი აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგაა მიმართული, გახლავთ კაცობრიობის ისტორიაში ბარბაროსული ქმედების გამო­ვლინება; იგი წარმოუდგენელი სისასტიკითა და სასჯელის არაადამიანური მეთ­ოდებით ხასიათდება. ეს გენოციდი ასევე მთელი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმა­რთული ისტორიული დანაშაულია.”

[2] https://www.armin.am/images/menus/1400/AkramAilisli-Stone-dreams.pdf

[3] Айерман Р. Социальная теория и травма / Р. Айерман // Социологическое обозрение. — Т. 12. — 2013. — № 1. — С. 125.

[4] Казарян К., Исаев Г. Армяне и азербайджанцы залечивают психологические раны после войны.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

მზევინარი ჯანაშვილი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სადოქტორო პროგრამა თანამედროვე ქართული
ლიტერატურა და ლიტრატურათმცოდნეობა,
დოქტორანტი. საქართველო, 0186 თბილისი,
ა. პოლიტოვსკაიას ქ. # 61
+995 555 42 10 89. janashvilimzevinri@gmail.com
ORCID iD: 0009-0001-2340-2980

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-12-06

როგორ უნდა ციტირება

ჯანაშვილი მზევინარი. 2024. “კონფლიქტი მთიან ყარაბაღში და მისი გავლენა სოციუმზე (აკრამ აილისლისის „ქვის სიზმრების“, გიუნელ მოვლუდის „ბანაკისა“ და ნარინე აბგარიანის შემოქმედების მიხედვით)”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 7 (2):407-24. https://doi.org/10.61671/hos.7.2024.8297.

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა