იომ ქიფურის როლი ახლო აღმოსავლეთის კრიზისში
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.7.2024.8295საკვანძო სიტყვები:
ახლო აღმოსავლეთი, არაბული ქვეყნები, ისრაელი, აშშ, ეგვიპტეანოტაცია
აღნიშნული სტატია განიხალავს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გლობალურ, ისრაელისა და არაბული ქვეყნების კონფლიქტს. მიმდინარე ნაშრომში განხილულია ისრაელის სახელმწიფოს შექმნა და პირველი ომი არაბულ ქვეყნებთან, 1967 წლის ექვსდღიანი და 1973 წლის იომ ქიფურის ომები. ნაშრომი ხაზს უსვამს ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის არსებული გეოპოლიტიკური კრიზისის სიმძიმეს ნაშრომი აერთიანებს ისრაელისა და არაბული ქვეყნების შესახებ სხვადასხვა კვლევებსა და სამეცნიერო ლიტერატურას, პოლიტიკურ დოკუმენტებს, რათა ცხადი გახდეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების საშიშროება რეგიონისათვის. იმის გამო, რომ ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შრის არსებული ომები და ახლანდელი პოლიტიკური კრიზისი საშიშროებას უქმნის მშვიდობას მსოფლიოში, განხილულია სამშვიდობო მოლაპარაკებების აუცილებლობა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების შუამავლობით.