მარადიდული კლარჯული ნარატივის ენობრივი თავისებურებანი
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.5.2022.4076საკვანძო სიტყვები:
დიალექტი, მეტყველება, თხრობა, თავისებურება, ინტონაცია, მოდალურ-ექსპრესიული მოქცევებიანოტაცია
მარადიდული კლარჯული თხრობის თავისებურებების გამოსავლენად განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭეთ საუბრის მანერას, როგორიცაა: ინტონაცია, მეტყველების ტემპი, საწარმოთქმო და გრამატიკული თავისებურებები, მოდალურ-ექსპრესიული მოქცევები, ლექსიკა-ფრაზეოლოგია და ა. შ. მართალია, ნებისმიერი დიალექტის ენობრივი მახასიათებლები განსაკუთრებულად წარმოჩნდება ბუნებრივი, გაბმული საუბრის პროცესში, თუმცა თქმულის ქაღალდზე ზუსტად გადატანა და მკითხველამდე მიტანა შეუძლებელია, ნებისმიერი კარგად ჩაწერილი ტექსტი მხოლოდ მიახლოებით ასახავს ზეპირმეტყველებას, მაგრამ ჩვენ მიერ წარმოდგენილი მარადიდული კლარჯული თხრობისთვის დამახასიათებელი თავისებურებანი მარადიდელთა მეტყველების ფაქტია, რომელსაც ხშირ შემთხვევაში შინაგანი, იმანენტური კანონზომიერებანი განაპირობებს, ზოგ შემთხვევაშიც კი - ლექსიკური მარაგის სიმწირე.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .