თურქეთ - აშშ-ის ურთიერთობები 2016-2017 წლებში
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.1.2018.2806საკვანძო სიტყვები:
თურქეთ - ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებიანოტაცია
თურქულ - ამერიკული ურთიერთობების შეფასებისას კარგი იქნება, წინ წამოვწიოთ ორ სახელმწიფოს შორის „სტრატეგიული პარტნიორობის“ საკითხი, 2002 წლიდან თურქეთი ცდილობდა გაეტარებინა „მეზობლებთან ნულოვანი პრობლემის“ პოლიტიკა. „სტრატეგიული პარტნიორობის“ საკითხი, კიდევ ერთხელ დღის წესრიგში დადგა 2017 წლის ბოლოს, როდესაც ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი. თავის თურქ კოლეგა, მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ მხარეებმა, „ სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ანკარა და ვაშინგტონი ტერორისტულ ორგანიზაცია, PKK/ KCK/PYD-YPG-ს წინააღმდეგ ერთობლივად იბრძოლებდნენ. ერთობლივ დეკლარაციაში ასევე ნათქვამია: „თურქეთი და აშშ ტერორისტულ ორგანიზაცია DEAŞ-ის, PKK-ს, ალ-ქაიდას და მათ განშტოებების წინააღმდეგ ბრძოლას ერთობლივად აწარმოებენ“.