„ვარდების სასახლის ედიქტი: ოსმალეთის იმპერიის მოდერნიზაციის პირველი ნაბიჯები"

ავტორები

  • დავით ჯიჯიეშვილი ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის (სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტი) ოსმალეთის იმპერიის კვლევითი ცენტრი. https://orcid.org/0009-0005-5717-5981

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.v9i1.11623

საკვანძო სიტყვები:

ოსმალეთის იმპერიის ისტორია, სულთან მაჰმუდ II, სულთან აბდულ-მეჯიდ I, ოსმალეთის იმპერიის მოდერნიზაცია, რეფორმები, ვალიდე ბეზმიალემ სულთანი

ანოტაცია

ოსმალეთის იმპერიის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აღზ­ე­ვებისა და დაცემის არაერთ ეტაპს იცნობს. მუდმივად ცვლადი, დინამიკური რეალობა, პოლიტიკური კონტექსტი და ამბიციურ მეტოქეებთან დაპირისპირება ქვეყნის მმართველებს ურთ­ულესი გამოწვევების წინაშე აყენებდა. საჭირო იყო განახლებაზე ზრუნვა, საშინაო და საგარეო პოლიტიკაში სასიცოცხლოდ მნი­შვნელოვანი ცვლილებების შეტანა, კარგად მოფიქრებული და შედეგზე გათვლილი რეფორმების გატარება, რათა იმპერიის გავლენა მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებზე არ შესუსტებულიყო და ოსმალეთი კვლავ ძლიერ პოლიტიკურ სუ­ბიექტად დარჩენილიყო. ეს გარემოება განსაკუთრებით აქტუა­ლური ხდება XIX საუკუნეში, როცა მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ ევროპის მოწინავე ქვეყნებმა ადვილად აუღეს ალღო ახალ საზ­ო­გადოებრივ ფორმაციას, კაპიტალიზმს, რომელმაც მანუფ­აქტუ­რული მრეწველობა ფაბრიკა-ქარხნებით ჩაანაცვლა და ბევრად უფრო მოქნილი და ხარისხიანი გახადა. იმისათვის, რომ ოსმ­ალ­ეთის იმპერია მსოფლიო პოლიტიკის საერთო პროცესებს არ ჩამო­რჩენოდა, რეფორმატორულ იდეებზე ფიქრი ჯერ კიდევ სუ­ლთან მაჰმუდ II (1808-1839წწ.)-ის მმართველობისას დაიწყეს, მაგ­რამ უზარმაზარ იმპერიაში ფართომასშტაბიანი მოდერნ­იზაციის ეპოქა მაჰმუდის მემკვიდრის, სულთან აბდულ-მეჯიდ I (1823-1861წწ.)-ის სახელს დაუკავშირდა. ცვლილებები შეეხო კან­ონმდებლობას, განათლებას, სამხედრო სფეროს, მრეწვე­ლო­ბას, ფინანსურ სექტორს, სარკინიგზო მიმოსვლას, საბანკო საქ­მეს, საგადასახადო სისტემას, მიწის საკუთრებას, ჰარემის სტა­ტუსს, ფადიშაჰის ახალ რეზიდენციას. რეფორმების მიზანი იყო, გაეთვალისწინებინათ განვითარებული ევროპული ქვეყ­ნების მდიდარი გამოცდილება და არსებული რესურსები ოსმა­ლეთის იმპერიის საჭიროებებისა და თავისებურებებისათვის მოერგოთ.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-05-27

როგორ უნდა ციტირება

ჯიჯიეშვილი დავით. 2026. “„ვარდების სასახლის ედიქტი: ოსმალეთის იმპერიის მოდერნიზაციის პირველი ნაბიჯები"”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 9 (1):266-86. https://doi.org/10.61671/hos.v9i1.11623.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.