ბიმარისტანები: უნიკალური ინსტიტუციები სტიგმატიზაციის პრევენციაში

ავტორები

  • ლიპაი ტატიანა პეტროვნა მინსკის ქალაქის განათლების განვითარების ინსტიტუტი https://orcid.org/0000-0002-9186-9806

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.v9i1.11618

საკვანძო სიტყვები:

მეცნიერების ისტორია, ბიმარისტანი, ისტორიული მემკვიდრეობა, სოციალური ღირებულებები, სტიგმატიზაციის პრევენცია

ანოტაცია

მეცნიერების ისტორია გვიჩვენებს, რომ ბიმარისტანი თავ­ისი დროისთვის ჯანდაცვის ორგანიზების მართლაც ინოვაციურ და რევოლუციურ მოდელს წარმოადგენდა. ეს ინსტიტუცია წარ­მატებით აერთიანებდა ჰუმანიზმისა და სამედიცინო ცოდნის ძირითად პრინციპებს, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა პაციენტზე ორიენტირებული მკურნალობის ეფექტიანი სისტემა. აღნიშნ­უ­ლმა მოდელმა ახალი სტანდარტი დაამკვიდრა სამედიცინო მო­მ­სახურების სფეროში და განსაკუთრებული მნიშვნელობა მია­ნიჭა პაციენტებისადმი თანაგრძნობითა და პროფესიული ცოდ­ნით მიდგომას.

ბიმარისტანების მემკვიდრეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თანამედროვე ჯანდაცვის სისტემების განვითარებაზე. იგი ხაზს უსვამს სპეციალიზებული სამედიცინო ინსტიტ­უცი­ების მნიშვნელობას, რომლებიც პაციენტთა მრავალფეროვან საჭ­­ირ­ოებებს ემსახურება. ბიმარისტანების ისტორიული მნიშვნ­ელ­ობის გააზრება საშუალებას გვაძლევს უკეთ გავიგოთ სამე­დი­ცინო პრაქტიკის ევოლუცია და ის სოციალური ღირებ­ულ­ებები, რომლებმაც სხვადასხვა კულტურაში ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაგება განსაზღვრა.

წინამდებარე სტატია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვ­ილებს ბიმარისტანებზე, როგორც ინსტიტუციებზე, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ჯანდაცვის სისტემაში სტი­გმა­ტიზაციის პრევენციის მიმართულებით.

ბიმარისტანის კონცეფცია ასახავს არა მხოლოდ სამედ­იცინო ცოდნის განვითარების მაღალ დონეს შუა საუკუნეების ისლამურ სამყაროში, არამედ ჯანმრთელობისა და მკურნა­ლო­ბისადმი არსებულ სოციალურ და კულტურულ დამოკი­დებუ­ლებებს. ეს ისტორიული გამოცდილება დღემდე ახდენს გავლ­ენას თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაზე და გვახსენებს ჰუმ­ა­ნიზმისა და ინოვაციის მნიშვნელობას პაციენტთა მკურნალ­ობაში.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-05-27

როგორ უნდა ციტირება

პეტროვნა ლიპაი ტატიანა. 2026. “ბიმარისტანები: უნიკალური ინსტიტუციები სტიგმატიზაციის პრევენციაში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 9 (1):101-16. https://doi.org/10.61671/hos.v9i1.11618.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა

მსგავსი სტატიები

<< < 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.