აჭარის ხის მეჩეთების მხატვრული გადაწყვეტის ზოგიერთი ასპექტი
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9844საკვანძო სიტყვები:
მეჩეთი, ჯამე, ხალხური, ხუროთმოძღვრება, გეგმა, ექსტერიერი, ინტერიერი, ტრადიციაანოტაცია
აჭარაში შემორჩენილი XIX-XX საუკუნეების ხის მეჩეთები (ჯამეები) ქართულ ტრადიციებთან ღრმად დაკავშირებული ფენომენია. მეჩეთებისა და მასთან დაკავშირებული ფუნქციური ნაგებობების ხუროთმოძღვრული გადაწყვეტა ისლამის საკულტო ნიმუშების მოთხოვნებსა და ქართულ, ადგილობრივ ტრადიციებს ეფუძნება. მათი არქიტექტურა ავლენს საეკლესიო, საერო და საცხოვრებელი ნაგებობების მხატვრულ თავისებურებებს. ეს ნიშანი მჟღავნდება შენობათა გარეგნულ იერში, შიდა სივრცის გადაწყვეტაში, ცალკეულ დეკორატიულ მოტივებში.
მეჩეთის არქიტექტურა გვაგონებს აჭარული ტიპის „ოდა-სახლს“, თუმცა, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ქვის საძირკველზე აღმართული ხის ორი ან სამსართულიანი შენობა ხასიათდება ერთგვარი ავტონომიურობით. მეჩეთის გეგმას, ძირითადად, საფუძველად უდევს სვეტებზე დამყარებული სამმხრივი ანტრესოლით შემოსაზღვრული დარბაზის ცენტრის აქცენტირების თემა, რაც ქართული ტრადიციისათვის ნაცნობ კონცეფციას ეფუძნება. ინტერიერი გამოირჩევა ნათელი სივრცულ-მოცულობრივი სტრუქტურით, მდიდარი დეკორატიული შემკულობით, ხეზე კვეთილი ჩუქურთმებითა და გადახურვის მრავალფეროვანი ფორმებით, რომლებშიც ქართული ხითხუროობის უძველესი ტრადიციები იკითხება.
XIX-XX საუკუნეების აჭარის ხის მეჩეთების არქიტექტურა ეროვნული ხალხური ხელოვნების ტრადიციებითა და თანადროული ხანის ოტომანური ხელოვნების მხატვრული სიახლეებითაა ნასაზრდოები. ისინი აგებულია ადგილობრივი და სხვადასხვა კუთხეებიდან (შავშეთი, ჭანეთი) მოსული ქართველი ოსტატატების მიერ.

































