აჭარის ხის მეჩეთების მხატვრული გადაწყვეტის ზოგიერთი ასპექტი

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9844

საკვანძო სიტყვები:

მეჩეთი, ჯამე, ხალხური, ხუროთმოძღვრება, გეგმა, ექსტერიერი, ინტერიერი, ტრადიცია

ანოტაცია

აჭარაში შემორჩენილი XIX-XX საუკუნეების ხის მეჩეთები (ჯამეები) ქართულ ტრადიციებთან ღრმად დაკავშირებული ფენ­­ო­მენია. მეჩეთებისა და მასთან დაკავშირებული ფუნქციური ნაგ­ე­ბობების ხუროთმოძღვრული გადაწყვეტა ისლამის საკუ­ლტო ნიმ­უშების მოთხოვნებსა და ქართულ, ადგილობრივ ტრა­დი­ციებს ეფუძნება. მათი არქიტექტურა ავლენს საეკლესიო, სა­ერო და  საცხოვრებელი ნაგებობების მხატვრულ თავისე­ბურ­ებ­ებს. ეს ნიშანი მჟღავნდება შენობათა გარეგნულ იერში, შიდა სი­ვ­რცის გადაწყვეტაში, ცალკეულ დეკორატიულ მოტივებში.

მეჩეთის არქიტექტურა გვაგონებს აჭარული ტიპის „ოდა-სახლს“, თუმცა, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ქვის საძ­ი­რ­­კ­ველზე აღმართული ხის ორი ან სამსართულიანი შენობა ხას­იათდება ერთგვარი ავტონომიურობით. მეჩეთის გეგმას, ძირი­თადად, საფუძველად უდევს სვეტებზე დამყარებული სამმხ­რივი ანტრესოლით შემოსაზღვრული დარბაზის ცენტრის აქცე­ნტ­ირების თემა, რაც ქართული ტრადიციისათვის ნაცნობ კონ­ცე­ფციას ეფუძნება. ინტერიერი გამოირჩევა ნათელი სივრცულ-მ­ო­ც­­­უ­ლობრივი სტრუქტურით, მდიდარი დეკორატიული შემ­კუ­ლ­ობით, ხეზე კვეთილი ჩუქურთმებითა და გადახურვის მრა­ვ­ა­ლ­ფ­ეროვანი ფორმებით, რომლებშიც ქართული ხითხუ­როობის უძ­ველესი ტრადიციები იკითხება. 

XIX-XX საუკუნეების აჭარის ხის მეჩეთების არქიტექტურა ეროვნული ხალხური ხელოვნების ტრადიციებითა და თანა­დ­რ­ოული ხანის ოტომანური ხელოვნების მხატვრული სიახლ­ეე­ბი­თაა ნასაზრდოები. ისინი აგებულია ადგილობრივი და სხვა­და­სხვა კუთხეებიდან (შავშეთი, ჭანეთი) მოსული ქართველი  ოსტ­ატატების მიერ. 

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-05

როგორ უნდა ციტირება

ჭიჭილეიშვილი მაია. 2025. “აჭარის ხის მეჩეთების მხატვრული გადაწყვეტის ზოგიერთი ასპექტი”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 8 (2):596-625; 626. https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9844.

გამოცემა

სექცია

არქეოლოგია, ეთნოლოგია, კულტურა